რატომ არის კარგი ჭამის შემდეგ სიარული? | Allnews.Ge

რატომ არის კარგი ჭამის შემდეგ სიარული?

მიუხედავად იმისა, რომ სიარული ნებისმიერ დროს კარგია, ჭამის შემდეგ სეირნობამ შესაძლოა მეტის სარგებელი უზრუნველყოს.ჭამის შემდეგ რამდეგ ხანში უნდა იაროთ?მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტებს აქვთ არაერთგვაროვანი მოსაზრებები იმის შესახებ, თუ რამდენად სწრაფად უნდა იაროთ ჭამის შემდეგ, რეკომენდაციია, რომ კარგია მოძრაობა რაც შეიძლება მალე, იდეალურია ჭამიდან ნახევარ საათში.

არ არსებობს მკაცრი წესები იმის შესახებ, თუ რამდენ ხანს უნდა იაროთ. შესაძლებელია სარგებლობის მიღება ხანმოკლე, ნელა სეირნობითაც კი. შეგიძლიათ დაიწყოთ ხანმოკლე სეირნობით და თანდათან გაზარდოთ სიარულის ხანგრძლივობა.

რატომ არის კარგი ჭამის შემდეგ სეირნობა

კარგია სისხლში შაქრის დონის კონტროლისთვის

კვლევებმა აჩვენა, რომ ჭამის შემდეგ სიარული კარგია სისხლში შაქრის დონის კონტროლისთვის.

სიარული მოითხოვს კუნთების მუშაობას, ხოლო ეს პროცესი წვავს გლუკოზას, როგორც საწვავს ამ სამუშაოს შესასრულებლად. შედეგად, ჭამის შემდეგ სიარული ამცირებს სისხლში გლუკოზის დონეს როგორც დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, ასევე ჯანმრთელ პირებში.

ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობას

კვირაში სამჯერ, 20 წუთის განმავლობაში სიარული მნიშვნელოვნად ამცირებს არტერიულ წნევას.

სიარულმა შეიძლება დადებითად იმოქმედოს ქოლესტერინის დონეზე. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ სიარული მნიშვნელოვნად ამცირებს "ცუდი" ქოლესტერინს, რომელიც ბლოკავს არტერიებს.

ხელს უწყობს წონის დაკლებას

ინტენსიური აერობული აქტივობებით შეიძლება მეტი კალორია იწვება, მაგრამ სიარულიც არანაკლებ მნიშვნელოვანია წონის დაკლებისთვის. ამ დროს სასარგებლოა დაყოთ სიარულის პერიოდები, მაგალითად ერთი გრძელი გასეირნების ნაცვლად ისეირნოთ ორჯერ 25 წუთის განმავლობაში. მრავალჯერადი ყოველდღიური სეირნობის უპირატესობა ის არის, რომ ეს მიდგომა ხშირად ანაცვლებს იმ დროს, როცა ადამიანები სხვაგვარად ატარებენ ჭამის შემდეგ, მაგალითად ჯდომა. და მაშინაც კი, თუ წონის დაკლება არ არის მიზანი, ჭამის შემდეგ სეირნობა მაინც დაგეხმარებათ წონის მართვაში. ჭამის შემდეგ სიარული ხელს უწყობს მადის რეგულირებას და ამცირებს საჭმლის მიღებას კვებებს შორის, რაც ასევე დაგეხმარებათ წონის მართვაში. იხილეთ სრულად