რას შეცვლის მეტროს მოძრაობაში მატარებლის ვაგონების ახლით ჩანაცვლება
რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ ურბანული ლაბორატორიის ხელმძღვანელმა გიორგი ბაბუნაშვილმა თბილისის მეტროს ვაგონების განახლების პროცესსზე ისაუბრა.
მისი თქმით, ახალი ვაგონების დამატებამდე, აუცილებელია უკვე არსებული ვაგონების შეცვლა, რომელთაც ექსლუატაციის ვადა გასდით.
„პირველ რიგში, საუბარია იმაზე, რომ მეტროპოლიტენის ექსპლუატაციის არსებული რეჟიმი შეუფერხებლად გაგრძელდეს. სანამ ახალი ვაგონების დამატებაზე გადავალთ, ის ვაგონები, რომელსაც უკვე გაუვიდა ექსპლუატაციის ვადა ან მალე გასდის, უნდა ჩავანაცვლოთ.
ახალი ვაგონების დამატება მოძრაობას, რა თმქა უნდა, გააუმჯობესებს იმ კუთხით, რომ უფრო თანამედროვე და კომფორტული ვაგონები იქნება. თუმცა, სანამ რაოდენობას დავამატებთ, პირველი ეს არის 97 ვაგონის შესყიდვა. პირველ ხაზზე იქნება 9 ხუთვაგონიანი მატარებელი ანუ მატარებელს დაემატება მე-5 ვაგონი, რაც მატარებლის მგზავრთტევადობას 25%-ით გაზრდის. ასევე იქნება 13 ოთხვაგნიანი მატარებელი მეორე ხაზზე. ეტაპობრივად, დანარჩენი ვაგონებიც უნდა გამოიცვალოს. იხილეთ სრულად