"დედას რამდენიმე სამსახურში უნდა ემუშავა... ეს ყველაფერი მისი ჯანმრთელობის ხარჯზე ხდებოდა... " - რას ჰყვება თაკო ჩორგოლაშვილი | Allnews.Ge

"დედას რამდენიმე სამსახურში უნდა ემუშავა... ეს ყველაფერი მისი ჯანმრთელობის ხარჯზე ხდებოდა... " - რას ჰყვება თაკო ჩორგოლაშვილი

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი თაკო ჩორ­გო­ლაშ­ვი­ლი, "რუს­თა­ვი 2“- ის რუბ­რი­კა­ში "ყვე­ლა­ფე­რი დე­და­ჩე­მის შე­სა­ხებ,“ ბავ­შვო­ბის რთულ პე­რი­ოდს იხ­სე­ნებს და დე­და­ზე ემო­ცი­უ­რად სა­უბ­რობს.

"რო­გორც კი დე­და­ზე ვი­წყებ ფიქ­რს, მო­მენ­ტა­ლუ­რად თით­ქოს სიყ­ვა­რუ­ლი მეღვრე­ბა მთელ სხე­ულ­ში. მან მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გა­ა­ტა­რა ჩემ­ზე ზრუნ­ვა­ში და ახლა მინ­და, რომ მე გავ­ხდე მის­თვის ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც გა­უ­ფე­რა­დებს და გა­უ­ლა­მა­ზებს ცხოვ­რე­ბის დღე­ებს.გან­ცდა მაქვს ხოლ­მე, რომ მე ისე­თი შვი­ლი ვარ, რო­გო­რიც მას უნდა. დე­და­ზე რომ ვლა­პა­რა­კობ, ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად ამო­ხეთ­ქავს ხოლ­მე. ყვე­ლას ცხოვ­რე­ბა­ში არ­სე­ბობს რთუ­ლი ეტა­პე­ბი. მის ცხოვ­რე­ბა­ში ეს მა­შინ დად­გა, რო­დე­საც ცხოვ­რე­ბის სირ­თუ­ლე­ე­ბი­სა და გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდა მარ­ტო, ჩემ­თან ერ­თად, 25 წლის ასაკ­ში უნდა მო­ე­ხერ­ხე­ბი­ნა, რომ რამ­დე­ნი­მე სამ­სა­ხურ­ში ემუ­შა­ვა, რომ მე ვყო­ფი­ლი­ყა­ვი წარ­მა­ტე­ბუ­ლი, კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა მი­მე­ღო; ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი დავ­მდგა­რი­ყა­ვი. ეს ყვე­ლა­ფე­რი დე­დას ჯან­მრთე­ლო­ბის ხარ­ჯზე ხდე­ბო­და.

მახ­სოვს, დი­ლას მი­დი­ო­და სამ­სა­ხურ­ში, სა­ღა­მოს ბრუნ­დე­ბო­და, შემ­დეგ ისევ მი­დი­ო­და სხვა სამ­სა­ხურ­ში და ღა­მეს ათე­ნებ­და. შინ გამ­თე­ნი­ი­სას ბრუნ­დე­ბო­და და სახ­ლის პი­რო­ბებ­ში სა­კონ­დიტ­რო ნა­წარმს აკე­თებ­და იმის­თვის, რომ და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სა­ვა­ლი ჰქო­ნო­და.

screenshot-3-57769-1721804707.jpg

არა­სო­დეს მახ­სენ­დე­ბა დღე, რო­დე­საც რამ­დე­ნი­მე სამ­სა­ხუ­რი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი დედა მო­წყე­ნი­ლი, დაღ­ლი­ლი ან უხა­სი­ა­თოდ მე­ნა­ხოს. ამი­ტომ ვარ ხოლ­მე აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი მი­სით, რომ რო­გო­რი სა­ო­ცა­რი სიყ­ვა­რუ­ლია დედა-შვი­ლო­ბა, სულ რომ თავს ზე­მოთ ძალა არ არის, იმა­საც კი გა­კე­თე­ბი­ნებს.

ჩემი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი ეტა­პი უკავ­შირ­დე­ბა ემიგ­რა­ცი­ა­ში ყოფ­ნას, იმი­ტომ არა, რომ სამ­შობ­ლო­დან შორს ვი­ყა­ვი, ოჯახს სრულ­ფა­სო­ვა­ნი სახე ჰქონ­და, დედა, მამა და მე. ეს წლე­ბი მახ­სენ­დე­ბა ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რად.მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ­დე­ნი წელი გა­ვი­და ბავ­შვო­ბის ტრავ­მა იმ დროს უკავ­შირ­დე­ბა, როცა დედა და მამა და­შორ­დნენ ერ­თმა­ნეთს, ბავ­შვო­ბის ტრავ­მა დარ­ჩა ტრავ­მად. ბევ­რი ვი­მუ­შა­ვე ჩემს თავ­ზე და ვერ გა­დავ­ხარ­შე. იხილეთ სრულად