როგორი იქნება ზუგდიდის UEFA-ს სტანდარტების სტადიონი, რომლის ღირებულებაც 16 მლნ ლარია (+ფოტო) | Allnews.Ge

როგორი იქნება ზუგდიდის UEFA-ს სტანდარტების სტადიონი, რომლის ღირებულებაც 16 მლნ ლარია (+ფოტო)

ზუგდიდის UEFA-ს მესამე კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის და სათადარიგო სტადიონის მშენებლობის დასრულების სამუშაოებისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა.

450687453-1801121767077905-6234562795246913071-n-1721819430-1721828725.jpg

ტენდერში მონაწილეობა ორმა კომპანიამ: „ბრიტანია ქონსთრაქშენმა“ და შპს „სფრინგ კონსტრაქშენმა“ მიიღო. ტენდერში ამ უკანასკნელმა გაიმარჯვა და ხელშეკრულებაც უკვე დაიდო. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, კომპანიამ სამუშაოები 2025 წლის 31 დეკემბერს უნდა დაასრულოს. კომპანია სამუშაოებს 16.137 მლნ ლარად შეასრულებს.

451607719-851724876385381-2362639365550010030-n-1721819464-1721828741.jpg

იხილეთ სრულად