თელავის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა - რა ვიცით მომხდარზე? | Allnews.Ge

თელავის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა - რა ვიცით მომხდარზე?

თელავის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. თანასოფლელმა ორი ადამიანი მოკლა. შემთხვევა სოფელ ლალისყურში გვიან ღამით მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, სამი მამაკაცი ერთად ქეიფობდა, რა დროსაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო და ერთმა მათგან ორ თანასოფლელს იარაღიდან ესროლა.

შემთხვევას თვითმხილველი არ ჰყავს.

სავარაუდო დამნაშავე გაქცეულია და სამართალდამცავები მას ამ დრომდე ეძებენ.