14,5%-ით ნაკლები წინა წლის მაჩვენებელზე- რამდენი ადამიანი დაქორწინდა ქვეყანაში 2023 წელს? | Allnews.Ge

14,5%-ით ნაკლები წინა წლის მაჩვენებელზე- რამდენი ადამიანი დაქორწინდა ქვეყანაში 2023 წელს?

საქართველოში ოფიციალური ქორწინების მაჩვენებელი შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის მდგომარეობით, ჯამში 22 275 ქორწინება იყო რეგისტრირებული, ეს კი 14,5%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე.

საქსტატის მიხედვით, 2022 წელს 26 048 ქორწინება იყო რეგისტრირებული.

მონაცემებს თუ შევადარებთ, 2000 წლიდან, ანუ ბოლო 24 წელში, დაქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2013 წელს დაფიქსირდა, რა დროსაც ოფიციალურად 34 693 ქორწინება გაფორმდა. რაც შეეხება ყველაზე მცირე მაჩვენებელს, 2000 წელს 12 870 ერთეული შეადგინა.

ამასთან, სტატისტიკის მიხედვით, 2023 წელს დაქორწინებულთა საშუალო ასაკი ქალებში 31,9 წელია, ხოლო მამაკაცებში 34,4 წელი, რაც მზარდი მაჩვენებელია. 2000 წელს ქორწინების საშუალო ასაკი ქალებში 24,9 წელს, ხოლო კაცებში 28,8 წელს შეადგენდა. იხილეთ სრულად