"11 წლის იყო, როცა სეპარატისტებმა გაიტაცეს" - ფალავნის რთული გზა ოლიმპიადამდე | Allnews.Ge

"11 წლის იყო, როცა სეპარატისტებმა გაიტაცეს" - ფალავნის რთული გზა ოლიმპიადამდე

თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლით მო­ჭი­და­ვე ქარ­თვე­ლი გენო პეტ­რი­აშ­ვი­ლი პა­რი­ზის 2024 წლის ოლიმ­პი­ა­დის ფი­ნალ­შია და დღეს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს მას უგულ­შე­მატ­კივ­რებს. ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში მან აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ხე­ლით მო­ას­პა­რე­ზე გი­ორ­გი მეშ­ვილ­დიშ­ვილს მო­უ­გო.

გენო პეტ­რი­აშ­ვი­ლი ოლიმ­პი­უ­რი ვერ­ცხლის დ ბრინ­ჯა­ოს მფლო­ბე­ლია, ახლა ჯერი ოქ­რო­ზეა.ყვე­ლას ახ­სოვს გე­ნოს ემო­ცი­უ­რი ვერ­ცხლის მე­და­ლი 2021 წლის ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ა­და­ზე. ქარ­თვე­ლი მო­ჭი­და­ვეს­თვის მა­შინ გა­დამ­წყვე­ტი ბოლო წა­მე­ბი აღ­მოჩ­ნდა, რად­გან მე­ტო­ქეს­თან სწო­რედ ბოლო წამ­ში ერთი ქუ­ლით და­მარ­ცხდა.

ტი­ტუ­ლო­ვა­ნი სპორ­ტსმე­ნის­გან სა­ქარ­თვე­ლოს ოქ­როს მედ­ლის მო­ლო­დი­ნი ჰქონ­და, უმაღ­ლეს ჯილ­დოს ელო­და თა­ვად პეტ­რი­აშ­ვი­ლიც, რო­მე­ლიც და­ჯილ­დო­ვე­ბის დროს ოლიმ­პი­ურ კვარ­ცხლბეგ­ზე ატირ­და.

petriashviligeno-77410-1723274386.jpg

27 წლის ფა­ლა­ვა­ნის ცხოვ­რე­ბა მარ­ტი­ვი არ ყო­ფი­ლა. დღეს ყვე­ლა მე­დია იხ­სე­ნებ­და იმ დროს, რო­დე­საც 11 წლის ასაკ­ში გენო პეტ­რი­აშ­ვი­ლი ტყვე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა. 2005 წლის 19 აგ­ვის­ტოს, 11 წლის გენო, ქა­რე­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ნუ­ლი­დან, გა­მო­სას­ყი­დის მი­ღე­ბის მიზ­ნით, ოსურ-ქარ­თულ­მა კრი­მი­ნა­ლურ­მა დაჯ­გუ­ფე­ბამ, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ჯა­ვის რა­ი­ო­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ი­ტა­ცა.

ბიჭ­მა ტყვე­ო­ბა­ში 99 დღე გა­ა­ტა­რა და მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მხო­ლოდ 2005 წლის 25 ნო­ემ­ბერს მო­ხერ­ხდა. რო­გორც ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი გვიყ­ვე­ბა ტყვე­ო­ბა­ში ყოფ­ნის დროს, ბიჭი საკ­მა­ოდ მძი­მე პი­რო­ბებ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

petriashviligeno-77410-1723274405.jpg

გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ სტრე­სის დაძ­ლე­ვა გე­ნოს­თვის მარ­ტი­ვი არ ყო­ფი­ლა. ამ­ბო­ბენ, რომ ჭი­და­ო­ბა­ზე შეყ­ვა­რე­ბულ გე­ნოს, ურ­თუ­ლე­სი წლე­ბი მის­მა გამ­ზრდელ­მა მწვრთნელ­მა ნუგ­ზარ სხი­რელ­მა გა­და­ა­ტა­ნი­ნა. დღეს მწვრთნე­ლი მის გვერ­დით არ ყო­ფი­ლა, რად­გან ბა­ტო­ნი ნუგ­ზა­რი 2021 წლის 24 იან­ვარს 75 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

"ჩემი ნუგ­ზა­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი... თქვენ ყო­ველ­თვის ჩვენ­თან იქ­ნე­ბით...მად­ლო­ბა ყვე­ლაფ­რის­თვის" - წერ­და პეტ­რი­აშ­ვი­ლი მწვრთნე­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ.

230814470-262025705406125-2139477306602326894-n-77705-1723274458.jpg

გენო პეტ­რი­აშ­ვი­ლი, მწვრთნელ­თან და ვლა­დი­მერ ხინ­ჩე­გაშ­ვილ­თან ერ­თად

ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ა­დის შემ­დეგ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სპორ­ტის ქო­მა­გე­ბი წერ­დნენ, რომ გენო პეტ­რი­აშ­ვილს ოლიმ­პი­ურ ტა­ტამ­ზე სწო­რედ გამ­ზრდე­ლი აკ­ლდა. ბა­ტო­ნი ნუგ­ზა­რი, მსოფ­ლი­ოს დო­ნის სპე­ცი­ა­ლის­ტი, მსოფ­ლი­ოს სა­ჭი­დაო სამ­ყა­რო­ში სა­ყო­ველ­თა­ოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი მწვრთნე­ლი გახ­ლდათ. ის იყო გორ­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი ჭი­და­ო­ბის სკო­ლის ფუ­ძემ­დე­ბე­ლი.

პირ­ვე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი წარ­მა­ტე­ბა გენო პეტ­რი­აშ­ვილ­მა 2012 წელს, 18 წლის ასაკ­ში მო­ი­პო­ვა, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტი მო­ი­გო; 2014 წელს, კი მსოფ­ლი­ოს ახალ­გაზ­რდუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტიც მი­ა­ყო­ლა, თუმ­ცა, ეს ოქ­როს მე­და­ლი გე­ნოს პრე­დუქ­ტა­ლის გამო ჩა­მო­არ­თვეს, რო­მელ­საც პეტ­რი­აშ­ვი­ლი ტყვე­ო­ბის შემ­დეგ რე­გუ­ლა­რუ­ლად სვამ­და და რო­მე­ლიც FILA-მ (ჭი­და­ო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ამ) იმ წელს, აკ­რძა­ლულ პრე­პა­რატ­თა სი­ა­ში შე­ი­ტა­ნა.

ჩემ­პი­ო­ნო­ბის ჩა­მორ­თმე­ვის და 6 თვი­ა­ნი დის­კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის შემ­დეგ პეტ­რი­აშ­ვილ­მა 2-2 ჯერ მო­ი­გო მსოფ­ლი­ოს (2013, 2015) და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბის (2013, 2017) ბრინ­ჯაო. 2016 წელს, პირ­ვე­ლად კა­რი­ე­რა­ში ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი გახ­და. რიოს ოლიმ­პი­ა­და­ზე კი ბრინ­ჯა­ოს მე­დალ­საც და­ე­უფ­ლა. იხილეთ სრულად