კრუასანი, დონატები, ბეკონი... - რომელია ტოპ-5 ყველაზე მავნე საუზმე?
საუზმე სავალდებულო კვებაა, თუ მას გამოტოვებთ, ჯანმრთელობის პრობლემების თავიდან აცილება შეუძლებელი გახდება. ჯანსაღი კვების მოდა იცვლება. ის, რაც რამდენიმე წლის წინ სასარგებლოდ ითვლებოდა, დღეს მავნე პროდუქტების „შავ სიაშია“.
ყველაზე საშიში საუზმე
პირველი კვება ხელს უწყობს დიაბეტის თავიდან აცილებას და კარგია ფიგურისთვის. ექსპერტების აზრით, ის 30%-ით აუმჯობესებს ტვინის მუშაობას. საუზმე ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, მეტაბოლური დარღვევების და კუჭ-ნაწლავის პრობლემების განვითარების რისკს. მაგრამ ეს ყველაფერი მუშაობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკვები ჯანმრთელია.
ექიმები გვირჩევენ დილით რაციონიდან გამორიცხოთ შემდეგი საკვები:
1) შოკოლადის ბურთულები, სიმინდის ფანტელები, რადგან შეიცავს უამრავ შაქარს და ხელოვნურ დანამატებს, რაც იწვევს ენერგიის მკვეთრ დაკარგვას ჭამის შემდეგ;
2) კრუასანი, დონატები, ფუნთუშები და სხვა ტკბილეული ასევე შეიცავს უამრავ შაქარს და ცხიმს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ინსულინრეზისტენტობის და დიაბეტის განვითარების რისკი;
3) ბეკონი და ძეხვეული ძალიან ძნელად მოსანელებელია, რაც ართულებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას; იხილეთ სრულად