მკვლელობა სამტრედიაში - არსებული ინფორმაციით, მეზობელთან ქურდობის მიზნით შესული მამაკაცი სახლის პატრონმა იცნო, რასაც მკვლელობა მოჰყვა
მკვლელობა მოხდა სამტრედიის მუნიციპალიტეტში. არსებული ინფორმაციით, მეზობელმა მეზობელი მოკლა.
სავარაუდოდ, მამაკაცი მეზობლის სახლში ქურდობის მიზნით იყო შესული, სახლის პატრონმა ის იცნო, რის გამოც მამაკაცმა მას თავში ნაჯახით ჭრილობა მიაყენა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის, მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დადგენილია სავარაუდო დამნაშავე და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები