"მშობიარობას "კვარაც" დაესწრო..." - რა დაარქვეს ბავშვს მშობლებმა?
"ნაპოლის" მარცხენა გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია რამდენიმე წუთის წინ მამა გახდა. მას და ნიცა თავაძეს ვაჟი შეეძინათ, რომელსაც დამიანე დაარქვეს.
"გვარში მატება გვაქვს - ქვეყნიერებას მოევლინა ხვიჩა კვარაცხელიასა და ნიცა თავაძის ვაჟიშვილი" - წერს დარეჯან კვარაცხელია, რომელიც ცნობილი ფეხბურთელის ოჯახის ახლობელია.
ნიცამ ჩაჩავას კლინიკაში იმშობიარა, ბუნებრივი მშობიარობით. AMBEBI.GE-ს ოჯახის ახლობელი უყვება, რომ ნიცას მშობიარობას "კვარაც" დაესწრო.სამშობიაროდან ხვიჩა კვარაცხელიას ფოტოს აქვეყნებს ნინო კვარაცხელია და წერს:
"ექსკლუზივი ჩაჩავას კლინიკიდან - ექიმი ანესთეზიოლოგი გიორგი ჯაჯანიძე და ხვიჩა კვარაცხელია...".