"თქვენ ვინ გეკითხებათ, ვისია ავტომობილი? რაში გაინტერესებთ..." - რა უპასუხა კახა კალაძემ მისი ავტომობილის ღირებულებაზე დასმულ შეკითხვას? | Allnews.Ge

"თქვენ ვინ გეკითხებათ, ვისია ავტომობილი? რაში გაინტერესებთ..." - რა უპასუხა კახა კალაძემ მისი ავტომობილის ღირებულებაზე დასმულ შეკითხვას?

თქვენ ნუ იდარ­დებთ, არ იღელ­ვოთ, ისე­დაც ბევ­რი გაქვთ სა­დარ­დე­ბე­ლი, ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ხართ, - ასე უპა­სუ­ხა თბი­ლი­სის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვას, თუ სად შე­ი­ძი­ნა და რა ღირს ავ­ტო­მო­ბი­ლი, რომ­ლის ფო­ტოც მან "ინ­სტაგ­რა­მის“ გვერ­დზე გა­ნა­თავ­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან მღელ­ვა­რე­ბა მოჰ­ყვა.

კა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლისტს "ბრიყ­ვი“ უწო­და და მი­უ­თი­თა, რომ სა­კუ­თა­რი საქ­მის­თვის მი­ე­ხე­და.

"არ აგიხ­სნით, სად იმ­ყო­ფე­ბით. ნიკა გვა­რა­მია გე­ტყვით ყვე­ლა­ზე კარ­გად, სად იმ­ყო­ფე­ბით“, -მი­მარ­თა კა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლისტს.

კი­თხვა­ზე, ღირს თუ არა აღ­ნიშ­ნუ­ლო ავ­ტო­მო­ბი­ლი 500 ათა­სი ევრო, კა­ლა­ძემ უპა­სუ­ხა: "500 ათა­სი ევრო რისი ღი­რე­ბუ­ლე­ბა? ეგ ბრიყ­ვე­ბის­თვის, თქვე­ნის­თა­ნა ბრიყ­ვე­ბის­თვის შე­იძ­ლე­ბა 500 ათა­სი ევრო ღირ­დეს ასე­თი ავ­ტო­მო­ბი­ლი. შე­უ­რა­ცხყო­ფა­ზე არ გა­დავ­დი­ვარ, რე­ა­ლო­ბა­ზე ვსა­უბ­რობ. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს ავ­ტო­მო­ბი­ლებს, რო­მე­ლიც ჩემი სა­კუთ­რე­ბა არის, ყვე­ლა არის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

ჟურ­ნა­ლის­ტი­კის კი­თხვა­ზე, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი არ არის, კა­ლა­ძემ უპა­სუ­ხა: "მა­შინ არ ყო­ფი­ლა ჩემი. თქვენ ვინ გე­კი­თხე­ბათ, ვი­სია ავ­ტო­მო­ბი­ლი? რაში გა­ინ­ტე­რე­სებთ? ვინ გე­კი­თხე­ბათ? ხომ ხე­დავთ, რა დღე­ში ხართ და რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბით. თქვენს საქ­მეს მი­ხე­დეთ“.