ცხრა ჩვევა, რომელიც ჩვენს მხედველობას აზიანებს
ბევრი დარწმუნებულია, რომ მხოლოდ კომპიუტერის და ლეპტოპის მონიტორები, ასევე ტელეფონის ან ტაბლეტის ეკრანები აზიანებს მხედველობას .თუმცა ეს ასე არ არის.
არსებობს ცხრა ჩვევა, რომელიც ღლის თვალებს და მათგან რაც შეიძლება მალე უნდა განვთავისუფლდეთ:
მოწევა
მოწევა ზიანს აყენებს მთელ ორგანიზმს და საფრთხეს უქმნის თვალებს. საუბარია კვამლზე, რომელიც მათ აღიზიანებს და მშრალი თვალის სინდრომის, კატარაქტისა და გლაუკომის განვითარებას იწვევს. მხედველობა ასევე უარესდება იმის გამო, რომ ნიკოტინი ხელს უშლის საჭირო რაოდენობის ჟანგბადის შეღწევას სისხლძარღვებში, რომლებიც კვებავენ ჩვენს თვალებს.
თვითმკურნალობა არატრადიციული მეთოდებით
ზოგიერთი კონიუნქტივიტს დედის რძით მკურნალობს და ყინულის ნაჭერს თვალის სილურჯის დროს იდებს. თვალის დაავადებების მკურნალობის ამ და სხვა არატრადიციულმა მეთოდებმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები და სხვა დაავადებები მიკრობების შეღწევის გამო.
არასაკმარისი განათებ
არა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანი ზოგჯერ მაინც უყურებს ტელევიზორს სიბნელეში ან ათვალიერებს ახალ ამბებს სოციალურ ქსელებში ძილის წინ. ეს ყველაფერი აზიანებს თვალებს.
ასევე არ უნდა იმუშაოთ მცირე ზომის საგნებზე ან წაიკითხოთ ცუდი განათების პირობებში.
ფაქტია, რომ სუსტ შუქზე მუშაობა და კითხვა ართულებს თვალის ფოკუსირებას და ამცირებს თვალის ხამხამის სიხშირეს. ამან შეიძლება გამოიწვიოს მშრალი თვალის სინდრომი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს არასასიამოვნო შეგრძნება, განსაკუთრებით თვალის დახუჭვისას.
ლინზების არასწორი გამოყენება
ლინზების შენახვის პირობების შეუსრულებლობა, ყოველდღიური ლინზების მრავალი დღე ტარება, ასევე მათი მოხსნის გარეშე ბანაობა ინფექციების პროვოცირებას ახდენს.
არ გამოიყენოთ ყოველდღიური ლინზები ხანგრძლივად და შეეხეთ მათ მხოლოდ სუფთა ხელებით. იხილეთ სრულად