ცოფის შემთხვევები გურჯაანის მუნიციპალიტეტში - დაკვირვების ქვეშ მყოფი 90 ძაღლიდან 14 მოკვდა: რა დეტალები ვრცელდება ადგილიდან? | Allnews.Ge

ცოფის შემთხვევები გურჯაანის მუნიციპალიტეტში - დაკვირვების ქვეშ მყოფი 90 ძაღლიდან 14 მოკვდა: რა დეტალები ვრცელდება ადგილიდან?

გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ცო­ფის შემ­თხვე­ვე­ბი და­ფიქ­სირ­და. რო­გორც “ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ კო­რეს­პონ­დენ­ტი ად­გი­ლი­დან იუ­წყე­ბა, და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ძაღ­ლე­ბი სო­ფელ ჩა­ლა­უ­ბან­სა და მე­ლა­ან­ში შე­ნიშ­ნეს, რის შემ­დე­გაც სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ, ახ­ლომ­დე­ბა­რე სოფ­ლე­ბი­დან 90-მდე ძაღ­ლი გურ­ჯა­ა­ნის მი­უ­სა­ფა­რი ძაღ­ლე­ბის თავ­შე­სა­ფარ­ში გა­და­იყ­ვა­ნა.

თავ­შე­საფ­რის დი­რექ­ტო­რის, თე­მურ ზავ­რაშ­ვი­ლის თქმით, ამ ეტაპ­ზე, თავ­შე­სა­ფარ­ში ორი სოფ­ლი­დან შეყ­ვა­ნი­ლი 14 ძაღ­ლი მოკ­ვდა.

მი­სი­ვე თქმით, და­ა­ვა­დე­ბა თავ­და­პირ­ვე­ლად ლეკ­ვებს და­უდ­გინ­და.

“ორ კვი­რა­ზე მე­ტია, რაც თავ­შე­სა­ფარ­ში კა­რან­ტი­ნი გვაქვს. მი­ზე­ზი ცო­ფის გა­მოვ­ლი­ნე­ბაა. თა­ვი­დან ეჭვი იყო ძუსა და მის ლეკ­ვებ­ზე. მას შემ­დეგ, რაც ერთი ლეკ­ვი მოკ­ვდა, და­ვი­წყეთ ახლო მდე­ბა­რე ზოლ­ში ძაღ­ლე­ბის ხე­ლახ­ლა აცრა და შემ­ხებ­ლო­ბა­ში მყო­ფი ყვე­ლა ცხო­ვე­ლი გად­მო­ვიყ­ვა­ნეთ დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ - ჯამ­ში, 90 ძაღ­ლი, სა­ი­და­ნაც 14 მოკ­ვდა. ჩვენ სა­ა­გენ­ტო­ში კა­რან­ტი­ნი გვაქვს. ვო­ლი­ე­რებ­ში ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბი და­ცუ­ლია.

30 აგ­ვის­ტომ­დე თავ­შე­სა­ფა­რი და­კე­ტი­ლი იქ­ნე­ბა. იმ ოჯა­ხე­ბის წევ­რე­ბი, სა­დაც ფაქ­ტე­ბი და­ფიქ­სირ­და, უკვე აც­რეს ცო­ფის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნით“, - გა­ნა­ცხა­და თავ­შე­საფ­რის დი­რექ­ტორ­მა.

წინა წლებ­ში რე­გი­ონ­ში ცო­ფის მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა იყო და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. ამ ეტაპ­ზე ცო­ფია გა­მოვ­ლი­ნე­ბა მხო­ლოდ გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში.