"ის ხელოსანი ბიჭი აბანოს უკეთებდა. დაშორებულები იყვნენ ცოტა ხანს და მერე ქალმა თქვა, რომ მაინც არ მომასვენებსო" - რას ჰყვებიან ადგილობრივები გურჯაანში მომხდარ სამმაგ მკვლელობაზე | Allnews.Ge

"ის ხელოსანი ბიჭი აბანოს უკეთებდა. დაშორებულები იყვნენ ცოტა ხანს და მერე ქალმა თქვა, რომ მაინც არ მომასვენებსო" - რას ჰყვებიან ადგილობრივები გურჯაანში მომხდარ სამმაგ მკვლელობაზე

გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ახა­შენ­ში მომ­ხდარ სამ­მა­გი მკვლე­ლო­ბის ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვეა ზვი­ად ზუ­რა­ბაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც მე­უღ­ლე და ორი მე­გო­ბა­რი სა­სიკ­ვდი­ლოდ გა­ი­მე­ტა. მოკ­ლუ­ლე­ბი არი­ან ფიქ­რია უღუ­ლაშ­ვი­ლი, მალ­ხაზ მა­მი­საშ­ვი­ლი, როინ კო­ბი­აშ­ვი­ლი.

ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვის ცნო­ბით, წარ­სულ­ში, ზვი­ად ზუ­რა­ბაშ­ვი­ლი ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, სა­პა­ტიმ­რო კი რამ­დე­ნი­მე თვის წინ და­ტო­ვა."ცოლი და­ი­ბა­რა, სახ­ლი და­სა­ლა­გე­ბე­ლი გვაქ­ვსო, ის მუშა კი­დევ, ხე­ლო­სა­ნი ბიჭი, აბა­ნოს უკე­თებ­და. არ ვიცი, რა მოხ­და. და­შო­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ ცოტა ხანს და მერე ქალ­მა თქვა, რომ მა­ინც არ მო­მას­ვე­ნებ­სო და შე­უ­რიგ­და. ცი­ხი­დან ახლა გა­მო­ვი­და, ერთი-ორი თვე იქ­ნე­ბა," - ამ­ბობს ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი.

კი­დევ ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი კი ჰყვე­ბა:

"დი­ლას ყავა და­ვა­ლე­ვი­ნე, პური ჭა­მეს, მშვე­ნივ­რად იყ­ვნენ, არა­ფე­რი ისე­თი არ შე­მი­ნიშ­ნავს და მერე რა მოხ­და, აღარ ვიცი. ჩემ­მა მე­უღ­ლემ თქვა, ცივი წყა­ლი მი­ვუ­ტა­ნოო, აქ რომ არ ცხოვ­რო­ბენ ეგე­ნი, მი­ვალ, ვნა­ხავ, წყა­ლი ხომ არ უნ­დაო. მი­ვი­და, შე­ვი­და და ნახა, რომ გდია... მეთ­ქი, ვა­ი­მე, ფიქ­რია რომ არ ჩანს, შევ­ხე­დე მა­რან­ში არ იყო, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში შე­ვი­ხე­დე და იქ გდია ფიქ­რია..." - ჰყვე­ბა ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი "კუ­რი­ერ­თან".