"მდინარე არღუნმა ნახევარი კილომეტრი მატარა და კლდეებში გამჭედა... სინდისი მქეჯნიდა, მე რომ გადავრჩი, ისინი - ვერა..." - მუცოს ტრაგედიას სასწაულით გადარჩენილი თეონა ჭინჭარაულის ინტერვიუ | Allnews.Ge

"მდინარე არღუნმა ნახევარი კილომეტრი მატარა და კლდეებში გამჭედა... სინდისი მქეჯნიდა, მე რომ გადავრჩი, ისინი - ვერა..." - მუცოს ტრაგედიას სასწაულით გადარჩენილი თეონა ჭინჭარაულის ინტერვიუ

2010 წლის 22 ივ­ლისს მუ­ცოს ხე­ო­ბა­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა ტრა­გე­დი­ამ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა. "ჯი­პის“ მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი, სა­დაც 10 ადა­მი­ა­ნი იჯდა, გზი­დან გა­და­ვარ­და. ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფამ 7 ადა­მი­ა­ნის, მათ შო­რის, 3 მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი იმ­სხვერ­პლა. და­ი­ღუპ­ნენ პოეტ გელა და­ი­ა­უ­რის მე­უღ­ლე - თე­ო­ნა ქუმ­სი­აშ­ვი­ლი და მისი ორი ვაჟი, ასე­ვე თე­ო­ნას და, მან­ქა­ნის მძღო­ლი - ბერ­დია არა­ბუ­ლი, მისი მე­უღ­ლე და მათი შვი­ლი. ტრა­გე­დი­ას სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურჩნენ - გელა და­ი­ა­უ­რი, მისი ცო­ლისძმა და გე­ლას დე­ი­დაშ­ვი­ლი თე­ო­ნა ჭინ­ჭა­რა­უ­ლი.

ამ სა­ში­ნე­ლი ამ­ბი­დან ამ ზა­ფხულს 14 წელი გა­ვი­და. ambebi.ge თე­ო­ნა ჭინ­ჭა­რა­ულს ესა­უბ­რა და მისი სა­ო­ცა­რი გა­დარ­ჩე­ნის ამ­ბა­ვი ჩა­წე­რა.

teona111-47908-1724927186.jpg

თე­ო­ნა ჭინ­ჭა­რა­უ­ლი:

- და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე შა­ტილ­ში, სკო­ლაც შა­ტილ­ში და­ვამ­თავ­რე და შემ­დეგ თბი­ლის­ში, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ვაგ­რძე­ლე სწავ­ლა. პრო­ფე­სი­ით ფსი­ქო­ლო­გი, რე­ლი­გი­ათმცოდ­ნე ვარ. ამ­ჟა­მად თბი­ლის­ში, სკო­ლა­ში მან­და­ტუ­რად ვმუ­შა­ობ. მყავს ორ ვაჟი - 10 წლის და 2 წლის... მამა 2015 წელს გარ­და­მეც­ვა­ლა, დედა ფი­ლო­ლო­გი და შა­ტილ­ში სკო­ლის დი­რექ­ტო­რია...

teona-qumsiashvili-da-gela-daiauri-1724927194.jpg

რაც ჩვენ 2010 წელს შეგ­ვემ­თხვა, მსგავ­სი რამ ალ­ბათ, არც და­მე­სიზ­მრე­ბო­და... მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მთის ყვე­ლა კუ­თხეს თა­ვის დღე­ო­ბა აქვს, ეს ტრა­დი­ცია დღემ­დე შე­მორ­ჩე­ნი­ლია და გრძელ­დე­ბა... ხევ­სუ­რეთ­ში ჩვე­ნი დღე­სას­წა­უ­ლი ათენ­გე­ნო­ბაა. სწო­რედ ამ დღის­თვის ჩემი დე­ი­დაშ­ვი­ლი - გელა და­ი­ა­უ­რი თა­ვი­სი ოჯა­ხით იყო ამო­სუ­ლი. მას ახ­ლდა მე­გო­ბა­რი, ბერ­დია არა­ბუ­ლი მე­უღ­ლით და 4 თვის პა­ტა­რით (გელა ბერ­დი­ას მეჯ­ვა­რე და შვი­ლის ნათ­ლი­აც იყო), ხოლო 2 ვაჟი ბა­რი­სა­ხო­ში, მშობ­ლებ­თან ჰყავ­და და­ტო­ვე­ბუ­ლი.

ასე­ვე თე­ო­ნა ქუმ­სი­აშ­ვილს თა­ვის და-ძმა - ნა­თია და თორ­ნი­კე ახ­ლდა. იმ სა­ღა­მოს ჩვენ­თან დარ­ჩნენ და მე­ო­რე დღეს ყვე­ლა­ნი ერ­თად შა­ტი­ლი­დან 30 კი­ლო­მეტრში, სო­ფელ ხო­ნის­ჭა­ლა­ში დღე­სას­წა­ულ­ზე 2 მან­ქა­ნით წა­ვე­დით. ათენ­გე­ნო­ბას ხევ­სუ­რუ­ლი წე­სით ბავ­შვებს სა­ლო­ცავს აბა­რე­ბენ, რა­საც გა­ნათ­ვლას ეძა­ხი­ან. ჰოდა, გე­ლას თა­ვის ბავ­შვე­ბი სა­ლო­ცა­ვის­თვის უნდა მი­ე­ბა­რე­ბი­ნა - მისი იქ ამოს­ვლის ერთ-ერთი მი­ზე­ზი ესეც იყო.

- რო­გორც ცნო­ბი­ლია, დღე­სას­წა­ულს და­ეს­წა­რით და ის სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი უკან გზა­ზე და­გა­ტყდათ, ხომ?

- კი, ყვე­ლა­ფე­რი რომ დამ­თავ­რდა, ყვე­ლა­ნი ერ­თად წა­მო­ვე­დით, წინ ჩვე­ნი მან­ქა­ნა მო­დი­ო­და, სა­ჭეს­თან ბერ­დია იჯდა. მან­ქა­ნა­ში ვის­ხე­დით - მე, თე­ო­ნა, მისი და ნა­თია, ბერ­დოს გვერ­დით მე­უღ­ლე სოფო ეჯდა, სა­ბარ­გულ­ში იყ­ვნენ - გელა და თორ­ნი­კე... იხილეთ სრულად