ვისთვის არ შეიძლება საუზმეზე ფაფის მირთმევა?
ფაფა, მათ შორის რძით მომზადებული, საუზმის შეუცვლელი და ჯანსაღი ნაწილია.
თუმცა, მათი ჭამა ყველას არ შეუძლია, რძიანი ფაფები (შვრიის ფაფა, მანანის ბურღულის, წიწიბურა, სიმინდი, ფეტვი, ბრინჯი, ქერი) უკეთესია მიირთვათ ხილის, კენკრას, თაფთან, კარაქთან ან ხაჭოთან ერთად. მაგრამ არის ადამიანთა კატეგორია, რომლებსაც არ შეუძლიათ საუზმეზე ფაფის ჭამა.
კერძოდ, ლაქტოზასა და ძროხის რძის ცილის აუტანლობის მქონე ადამიანები, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავების პრობლემები, შებერილობა და მეტეორიზმი.
ასევე, ისეთი დაავადების დროს, როგორიც არის ცელიაკია, არ უნდა მიირთვათ ის. ამ დაავადებას ახასიათებს ხორბლისა და სხვა მარცვლეულის გლუტენის აუტანლობა. ამის გამო ფაფის ჭამის დროს შესაძლოა ფაღარათი და შებერილობა განვითარდეს.
კიდევ ერთი უკუჩვენებაა გლუტენზე ალერგია. ამ მდგომარეობის მქონე ადამიანებში ფაფამ შეიძლება გამოიწვიოს დიარეა, შეშუპება, ქავილი, ყელის გაღიზიანება, ასევე ალერგიული გამონაყარი, გულისრევა, თავის ტკივილი და ტკივილი მთელ მუცელში. იხილეთ სრულად