ირაკლი კობახიძე კახა კალაძესთან ერთად საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეხვდა.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ნაკრების ფეხბურთელებს ერთა ლიგის მატჩების წინ წარმატებები უსურვა.
„საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ჩემპიონატის სამზადისზეც ესაუბრა და აღნიშნა, რომ სჯერა, ქვეყანა მათი გამარჯვებით კიდევ არაერთხელ იამაყებს.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს – 7 სექტემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩეხეთს უმასპინძლებს, 10 სექტემბერს კი ტირანაში ალბანეთს დაუპირისპირდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.