ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ამინდი მკვეთრად გაუარესდა, როდის გამოიდარებს? - მეტეოროლოგ სვეტლანა ნიორაძის კომენტარი
12:35 / 06-09-2024 5 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდა. მოიმატა ნალექის რაოდენობამ, შესაბამისად, ტემპერატურაც დაეცა.
როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში და როდის გამოიდარებს, ამის შესახებ ambebi.ge-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი სვეტლანა ნიორაძე ესაუბრა:
- 5 სექტემბრიდან ამინდი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში შეიცვალა. გასული ღამით სერიოზული და ინტენსიური წვიმები იყო. შეიძლება თქვას, ძლიერი წვიმაც დაფიქსირდა, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში, მათ შორის, თბილისში. გასულ ღამით 12 საათის განმავლობაში 45 მილიმეტრი ნალექი მოვიდა, რაც სახიფათო მოვლენათა კატეგორიას განეკუთვნება. ამინდის პირობების გაუარესების შესახებ ჩვენ წინასწარ გავრცელებული გვქონდა გაფრთხილება.
- რამ გამოიწვია ამინდის გაუარესება?
- კავკასიის ჩრდილოეთიდან გავრცელდა შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასები. ამ გრილ და ნოტიო ჰაერის მასებს დახვდა საკმაოდ მაღალი ტემპერატურული ფონი. ტემპერატურების კონტრასტმა და სხვა სუბიექტურმა თუ ობიექტურმა გარემოებებმა გამოიწვია ნალექი. ეს არამდგრადი ამინდი 6 სექტემბერს შენარჩუნდება როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. პერიოდულად იწვიმებს. თბილისში დღეს ტემპერატურა 28 გრადუსზე ზემოთ არ ავა. ხვალიდან გამოიდარებს დასავლეთ საქართველოში. იხილეთ სრულად