"ჩემი ყოფილი ქმარი ვიდეოთი იღებდა ჩემს ისტერიკებს, როცა შვილს მივაკითხე... შემდეგ ირაკლი ჩუმად გამოაპარა თბილისში" - აშშ-ში მცხოვრები ქართველი ქალის მძიმე ყოფა მდიდრული ცხოვრების მიღმა
ცისნამი საყვარლიშვილი 21 წლის ასაკში იქცა მარტოხელად დედად. იმისთვის, რომ სახლი ჰქონოდა და შვილისთვის უზრუნველი მომავალი შეექმნა ემიგრაციაში წავიდა და ირაკლის დატოვება საქართველოში მოუწია.
ჯერ იყო იტალია, შემდეგ კი ასრულებული ამერიკული ოცნება, საუკეთესო ქმრით და სახლით ჰემპტონებში. წლების შემდეგ ერთადერთი შვილი ამერიკაში წაიყვანა და თითქოს ყველაფერი კარგად უნდა ყოფილიყო, როდესაც ერთ დღეს ირაკლიმ დედის გაუფრთხილებლად საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა.
ცისნამი ამბობს, რომ მიუხედავად ზრუნვისა, მასა და შვილს შორის აღმართული კედელი ვერ დაანგრია. ახლა კი შვილს დაბრუნებას სთხოვს... რთულია მისი საუბარი ემოციის გარეშე მოისმინო, დედის, რომელმაც ყველანაირი მცდელობის მიუხედავად შვილი მაინც ვერ დაიბრუნა, თუმცა იმედს მაინც არ კარგავს.
- ცისნამი, ძალიან მძიმე სტატუსი გამოაქვეყნეთ ორი დღის წინ, რომელიც თქვენს შვილს ეხებოდა, შეგიძლიათ მოგვიყვეთ რა ხდება?
- ჩემმა ერთადერთმა სისხლმა და ხორცმა, ჩემმა შვილმა გადაწყვიტა საქართველოში დაბრუნება და თბილისში ცხოვრება. ახლა იქ მინდა ვცადო ბედიო. ზაზა ფაჩულიას აკადემიაში უნდა დაბრუნება და იქიდან საქართველოს ნაკრებში თამაში. ამერიკაში მაღალი კონკურენციაა კალათბურთში, ოთხი წელი ვერაფერი გავაკეთო აქ, რთულიაო ურთიერთობები და წავიდა. მე და ჩემი მეუღლე არ ვეთანხმებოდით, ასე ადვილად აქ არაფერი მიიღწევა, დროა, საჭირო და ბევრი შრომა. მამამისმა, რომელიც ასევე ამერიკაში ცხოვრობს ჩუმად უყიდა ბილეთი და თბილისში გაუშვა. ისე წავიდა რომ არ დამემშვიდობა. ჩუმად გაიპარა. თუ ჩემს გადაწყვეტილებას პატივს არ სცემ, ხელს მაინც ნუ შემიშლიო. ზუსტად ვიცი, რომ 16 წლის ბავშვი ასეთ გადაწყვეტილებას მარტო ვერ მიიღებდი და მამის ზეგავლენის ქვეშაა მოქცეული.
წავიდა და მის შემდეგ გულის ტკივილები მაქვს. ისე ცუდად ვარ, რომ მეშინია გული არ გამისკდეს და გულმოკლული, გულნატკენი არ წავიდე ამ ქვეყნიდან. სერიოზულად ვამბობ ამას. ღამეები არ მძინავს. ირაკლის ოთახში ალექსანდრეს გარეშე ვეღარ შევდივარ, იმდენად ემოციურია ჩემთვის. ხმამაღლა ვტირი და ვეძახი: “ირაკლი, ირაკლი, სადა ხარ შვილო? რატომ დამტოვე? რატომ წახვედი? ჩვენი სახლი ხისაა, დილას ზევიდან, ჩემი საწოლი ოთახიდან იატაკზე ვუკაკუნებდი და ისე ვაღვიძებდი სკოლისთვის. სამჯერ დავაკაკუნებდი და ქვედა სართულზე ოთახში ესმოდა. შემდეგ საუზმეს ვუმზადებდი. მისი საყვარელი საუზმე “ფენქეიქი” იყო. ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია, რომ ირაკლი ჩემს გვერდით აღარ არის. მიყვარხარ შვილო. მალე დაბრუნდი დედასთან, გემუდარები.
- ტექსტში მიმართავთ ემიგრანტ დედებს, რომ არასოდეს დატოვონ შვილები მარტო, ამ გადმოსახედიდან თქვენს წასვლას შეცდომად თვლით?
- დღევანდელი გადმოსახედიდან ვხედავ, რომ რაც არ უნდა გაჭირვებული იყოს ადამიანი, შვილი არ უნდა დატოვოს და ემიგრაციაში არ უნდა წავიდეს. ამ დროს შვილებს ისე ჩუმად ვკარგავთ, რომ ვერც ვიგებთ. გადასული ვართ ფულის შოვნასა და დაგროვებაზე და ამ დროს გვავიწყდება ჩვენს შვილებს როგორ ვჭირდებით. ფერადი ტანსაცმლისა და “აიფონების” მაგიერ დედის ალერსი და სითბო სჭირდებათ. ვერანაირი მატერიალური ნივთი და ფუფუნება ვერ ამოავსებს იმ დანაკლისს რასაც დედის არ ყოფნით განიცდიან. ამას ვერ გვპატიობენ და დააქვთ თავიაანთი პატარა გულებით ამხელა ტკივილი და დანაკლისი. შემდეგ ერთ ბინას იყიდის, მერე მეორე ბინის ყიდვა უნდა, ბიზნესის აწყობა, დაბრუნებაზე აღარ ფიქრობს და უფრო და უფრო მეტი უნდება. ამასობაში კი ვკარგავთ ყველაზე მნიშვნელოვანს, შვილებს. არ დატოვოთ შვილები და ემიგრაციაში არ წახვიდეთ. ეს ჩემი რჩევაა. ვინც გაითვალისწინებს ხომ კარგი. იხილეთ სრულად