ვრცელდება ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ რუს ტურისტს მეხი ცეკვის დროს დაეცა | Allnews.Ge

ვრცელდება ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ რუს ტურისტს მეხი ცეკვის დროს დაეცა

ბა­თუმ­ში, სა­ნა­პი­როს­თან რუს ტუ­რისტს მეხი და­ე­ცა და და­შავ­და. იგი სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბირ­გა­დამ ბა­თუ­მის რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა.

რო­გორც კლი­ნი­კა­ში AMBEBI.GE-ს გა­ნუ­ცხა­დეს, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი ქი­რურ­გი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში არის მო­თავ­სე­ბუ­ლი.

ექი­მე­ბის თქმით, მას სხე­ულ­ზე პირ­ვე­ლი-მე­ო­რე ხა­რის­ხის დამ­წვრო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა.

"ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაცს ყვე­ლა სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ცე­დუ­რა ჩა­უ­ტარ­და. მო­თავ­სე­ბუ­ლია ქი­რურ­გი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, სხე­უ­ლის პირ­ვე­ლი-მე­ო­რე ხა­რის­ხის დამ­წვრო­ბით. სტა­ბი­ლუ­რად ფას­დე­ბა მისი მდგო­მა­რე­ო­ბა”,- აცხა­დე­ბენ კლი­ნი­კა­ში

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა კად­რე­ბი, სა­დაც ჩანს, რომ ტუ­რისტს მეხი ცეკ­ვის დროს და­ე­ცა. ის სა­ნა­პი­რო­ზე მე­გობ­რებ­თან ერტად იმ­ყო­ფე­ბო­და.