"საშინელ ავტოკატასტროფაში მოვყევი... სასწაულად გადავრჩი... რომ ამბობენ, თვალის ცემა არსებობსო, მგონი ზუსტად ეგ დამემართა" - მარიამ შუკაკიძე | Allnews.Ge

"საშინელ ავტოკატასტროფაში მოვყევი... სასწაულად გადავრჩი... რომ ამბობენ, თვალის ცემა არსებობსო, მგონი ზუსტად ეგ დამემართა" - მარიამ შუკაკიძე

ცნობილი ბათუმელი ინფლუენსერი მარიამ შუკაკიძე ავარიის შესახებ წერს, რომელიც ცოტა ხნის წინ შეემთხვა:

"ჩემო ძვირფასებო. მადლობას გიხდით ამხელა სიყვარულისთვის და კეთილი სურვილებისთვის. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ მახარებს თქვენი ტკბილი კომენტარები და ლაიქები.უდიდესი თანადგომაა ჩემთვის.მინდა ცოტა რაღაც მოგიყვეთ…

ბოლო პერიოდში სრულიად მოვერიდე სოციალურ ქსელებს. რომ ამბობენ, თვალის ცემა არსებობსო, მგონი ზუსტად ეგ დამემართა. არ მინდოდა ამის თქმა. სამწუხაროდ, საშინელ ავტოკატასტროფაში მოვყევი. სასწაულად გადავრჩი. მხოლოდ მე ვიყავი მარტო. ბევრ რამეზე დავფიქრდი, განვიცადე ეს ამბავი და თან ჩემს თავს ვუბრაზდებოდი. მაგრამ მაინც მადლიერი ვარ, რომ ცოცხალი ვარ. უფრო ძლიერი, უფრო მეტად მიზანდასახული, საქმიანი და მოტივირებული გავხდი.

ბოლო პერიოდმა დამანახა ადამიანების რეალური სახეები. როგორც გვერდში დგომა, ასევე ზურგში დანის ჩარტყმაც.საბოლოოდ მაინც გავიმარჯვე იმით, რომ უამრავი კარგი ადამიანი გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, რომლებსაც მთელი გულით ვუყვარვარ და სიხარულით მიდგანან გვერდში, რასაც მე აუცილებლად დავაფასებ.მინდა აქვე გითხრათ სიახლე. სულ მალე ჩვენს ქალაქს საოცარი მაღაზია შეემატება.დარწმუნებული ვარ, ისევე გაამართლებს, როგორც ჩემი ლამაზი სალონი.მინდა ყოველთვის ვაკეთო ისეთი საქმე, რომლითაც ბევრს გავახარებ.მინდა ყველაფერი იდეალური იყოს თქვენთვის.მიყვარხართ! გისურვებთ ჯანმრთელობას პირველ რიგში და შემდეგ ყველა იმ სურვილის ასრულებას, რომელიც თქვენს კეთილ გულში გაქვათ".