რა ეტაპზეა თბილისის ახალი შემოვლითი გზის პროექტი
თბილისის ახალი შემოვლითი მაგისტრალის პროექტი დასკვნით ფაზაშია, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე პროექტთან დაკავშირებით საჯარო განხილვა მიმდინარეობს.
„საპროექტო სამუშაოები დასკვნით ფაზაშია, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საჯარო განხილვები. რამდენიმე დღის წინ ჩატარდა მოსახლეობასთან შეხვედრა და პროექტის განხილვა“, - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ დეპარტამენტში.
კონკრეტულად, სად გაივლის ახალი მაგისტრალი, პროექტის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.