მამუკა ხაზარაძე - შევთანხმით ერთ რამეზე, რათა გავაკეთოთ სრული მობილიზაცია და ივანიშვილი და "ქართული ოცნება" გავუშვათ ხელისუფლებიდან - მოლაპარაკება არ დაგვიმთავრებია, არის ტექნიკური საკითხები, ავიღეთ პაუზა | Allnews.Ge

მამუკა ხაზარაძე - შევთანხმით ერთ რამეზე, რათა გავაკეთოთ სრული მობილიზაცია და ივანიშვილი და "ქართული ოცნება" გავუშვათ ხელისუფლებიდან - მოლაპარაკება არ დაგვიმთავრებია, არის ტექნიკური საკითხები, ავიღეთ პაუზა

შევთანხმით ერთ რამეზე, რათა გავაკეთოთ სრული მობილიზაცია და ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" გავუშვათ ხელისუფლებიდან - მოლაპარაკება არ არის დასრულებული, ავიღეთ პაუზა, ვისაუბრებთ, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ორბელიანების სასახლეში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს, მადლობა გიორგის (გახარიას), ვუისაუბრეთ ბევრ საკუითხზე, წარსულზე, მაგრამ რაც მთავარია მომავალზე. ქვეყანა არის გზაგასაყარზე, ჩვენს ქვეყანას ემუქრება დიდი საშიშროება, აქედან გამომდინარე, შევთანხმით ერთ რამეზე, რათა გავაკეთოთ სრული მობილიზაცია და ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" გავუშვათ ხელისუფლებიდან“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ამასთან, ხაზარაძის თქმით, "მოლაპარაკება არ დაგვიმთავრებია, არის ტექნიკური საკითხები, ავიღეთ პაუზა და პირველებს თქვენ შეგატყობინებთ, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ".