როგორ იქცა თბილისური სადარბაზო ერთ დიდ ორანჟერეად | Allnews.Ge

როგორ იქცა თბილისური სადარბაზო ერთ დიდ ორანჟერეად

რატომღაც ვერ წარმოვიდგენდი, თუ კინორეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი ასეთი მემცენარე და მებაღე იქნებოდა. არაერთი ცნობილი ფილმის ავტორი თავისუფალ დროს მცენარეებს, მათ მოვლა-გამრავლებას უთმობს. საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს ზედა სამი სართული, დედასთან ერთად, ნამდვილ ორანჟერეად უქცევია, თუმცა თავად ამ ყველაფერს ხუმრობით ჯუნგლს უწოდებს. უცნაური არაფერია იმაში, რომ ადამიანი თავის გარემოს ამწვანებს და ალამაზებს, ეს, ალბათ, იმიტომაც ჩანს უჩვეულოდ, რომ დედაქალაქში უამრავი უსახური და ნაცრისფერი სადარბაზო-აივნებია.

თინათინ ყაჯრიშვილი:

- ამ სახლის ადგილას ვერაზე, სადაც ახლა ჩვენი კორპუსი დგას, ჩვენი იტალიური ეზო იყო. 90-იანების შემდეგ ძველის ნგრევა და ახლის შენება რომ დაიწყო, ეს კორპუსი ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდა. 24 წლის წინ შევსახლდით.

ჩვენი ქუჩა მანამდე კარგად იყო გამწვანებული, ეზოებში ხეხილი იზრდებოდა, ბავშვები შეჩვეული ვიყავით მწვანე სივრცეს. კორპუსში რომ აღმოვჩნდით, გარშემო აკაციისა და თუთის ხის გარდა აღარაფერი დარჩა, ძველ ეზოში კი დედაჩემს უამრავი მცენარე ჰქონდა. სადარბაზოც უსახურად და ნაცრისფრად გვეჩვენებოდა. ამიტომ შინიდან მცენარეები ნელ-ნელა სადარბაზოში გამოვიტანეთ. ყვავილების რაოდენობაც გაიზარდა. ხვიარები, დიდი მონსტერები ქმნის შეგრძნებას, რომ სადღაც ცაში არ ხარ გამოკიდებული და ბუნებასთან სიახლოვე გაქვს.

805be96a-4e65-40c8-8056-2040bff78b78-2-1726578339-1727950584.jpg

მერვე სართულზე მე ვარ, მეშვიდეზე - დედაჩემი. მეექვსეზეც ჩავედით და სამი სართულის კიბე სავსეა სიმწვანით. მერე მეზობელმა თავის შესასვლელთან ფერადი ხალიჩა დააგო, წიგნები გამოიტანა, მეორე მეზობელმა - სარკეები და ასე გახდა ჩვენი სადარბაზო ერთი სასიამოვნო ადგილი. ლიფტის კარი რომ იხსნება და მოულოდნელად ასეთ გარემოში ხვდები, განწყობა მაშინვე გეცვლება. სტუმრებიც და მეზობლებიც აღნიშნავენ, რომ სასიამოვნო გარემოა.

ისე, ბოლო წლებში ძალიან გადავვარდი ამ სამყაროში, ბევრ მცენარეს ვამრავლებ, თესლებს ვაგროვებ, ამომყავს და ა.შ. შხამქიმიკატებს არ ვიყენებ, ჩემს ყვავილებს ბოსტნეულის ან ხილის, ბანანის ქერქის ნაყენს ვუსხამ.

zvbfs5z2-1726681099-1727950595.jpg

- გამოიღო ნაყოფი?

- კი, პატარა, თითქოს უსახური ქოთნის მცენარეები უცებ ისე გაიზარდა, იქაურობა ჯუნგლს დაემსგავსა, გასავლელი ადგილი აღარ გვრჩება. ამიტომ გვიწევს მათი გადარგვა და გადამრავლება. ცხადია, მცენარეები შინაც მაქვს. ახლა ორ თვეს არ ვყოფილვარ და იმხელა ხეები დამხვდა - ჩინური ვარდი ჭერამდე იყო ასული, უზარმაზარი ფიკუსისა და მონსტერას სადარბაზოში გამოტანამ მომიწია, ორივე იმხელაა, ცალკე ოთახი სჭირდებოდათ. იხილეთ სრულად