11 წლის შემდეგ შუმახერი პირველად გამოჩნდა ქალიშვილის ქორწილში, სადაც მკაცრად გაწერილი წესები მოქმედებდა - ვის აძლევს ოჯახი "ფორმულა 1"-ის ლეგენდის ნახვის უფლებას?
2013 წლის დეკემბერში, ალპებში მომხდარი სათხილამურო ინციდენტის შემდეგ, "ფორმულა 1"-ის ლეგენდის ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა, და მას შემდეგ მისი უახლოესი ოჯახი მის პირად ცხოვრებას მკაცრად იცავდა – მიხაელ შუმახერი ერთხელაც არ გამოჩენილა საზოგადოებაში.
თუმცა, 24 წლის მოდელს, ლაილა ჰასანოვიჩს, რომელიც მაიკლსა და კორინა შუმახერების უმცროსი შვილის, მიკის შეყვარებულია, მიეცა საშუალება 55 წლის შუმახერი პირადად ენახა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც დღემდე ფანებისთვის უცნობია.
25 წლის მიკი, რომელიც ფორმულა 1-ის მძღოლია და ბოსნიაში დაბადებული ლაილა 18 თვეა ერთად არიან. გერმანული გაზეთის Bild-ის ინფორმაციით, ის ბიჭის ერთადერთი შეყვარებულია, რომელმაც მაიკლთან სტუმრობა შეძლო.
Bild-ის ინფორმაციით, ოჯახი მოხიბლულია ლაილათი, ის ხშირად მონაწილეობს ოჯახურ ღონისძიებებში და მარტში ყატარში გამართულ ჩემპიონატს მაიკლის ცოლთან, კორინა შუმახერთან ერთადაც სტუმრობდა.
ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ოჯახი ნელ-ნელა იხსნება საზოგადოებაში, რადგან მიხაელი გასულ შაბათ-კვირას ქალიშვილის, ჯინას, ქორწილს ესწრებოდა ესპანეთში, რაც პირველი შემთხვევაა, როდესაც ის შიდა წრის გარეთ ვინმემ ნახა.
ტრაგედია და დაკარგული ძმა
მიხაელ შუმახერი 44 წლის იყო, როდესაც თავზე მიღებულმა ტრავმამ მისი ცხოვრება შეცვალა. მის გარშემო ახლა საიდუმლოებით მოცული წრეა, ოჯახი იმდენად იცავს ლეგენდის პირად სივრცეს, რომ მასთან მიახლოების უფლება უმცროს ძმას, 49 წლის რალფსაც კი არ აქვს. თუმცა, როგორც ჩანს, ჩემპიონის მთავარი მცველი 55 წლის კორინა, შესაძლოა უკვე მზად არის საზოგადოებისთვისაც საჯარო გახადოს შუმახერის ახალი სამყარო. იხილეთ სრულად