ვილი სანიოლი, გივი სიხარულიძე, ზურაბ კახაბრიშვილი და სხვები - კიდევ ვის მიენიჭა საპატიო თბილისელის წოდება? | Allnews.Ge

ვილი სანიოლი, გივი სიხარულიძე, ზურაბ კახაბრიშვილი და სხვები - კიდევ ვის მიენიჭა საპატიო თბილისელის წოდება?

სა­პა­ტიო თბი­ლი­სე­ლის წო­დე­ბა 25 მო­ქა­ლა­ქეს მი­ე­ნი­ჭა სა­ხელ­მწი­ფო ცე­რე­მო­ნი­ე­ბის სა­სახ­ლე­ში თბი­ლი­სის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­ჯილ­დო­ე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ი­მარ­თა.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას თბი­ლი­სის მე­რია ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ სა­პა­ტიო თბი­ლი­სე­ლის წო­დე­ბა 25 მო­ქა­ლა­ქეს მი­ა­ნი­ჭა.

თბი­ლი­სის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ შეკ­რე­ბილ სტუმ­რებს თბი­ლი­სო­ბა მი­უ­ლო­ცა.

"კი­დევ ერთი წელი შე­ე­მა­ტა ჩვენს ჭა­ღა­რა და ამა­ვე დროს, უბე­რე­ბელ დე­და­ქა­ლაქს, ჩვენს მრა­ვა­ლ­ჭირ­ნა­ხულ და მა­ინც სი­ცო­ცხლით, სიყ­ვა­რუ­ლით, ხა­ლი­სით, სი­ლა­ღით და ფე­რა­დოვ­ნე­ბით სავ­სე თბი­ლისს. შე­უძ­ლე­ბე­ლია, უყუ­რებ­და მე­ტეხს, ნა­რი­ყა­ლას, აბა­ნო­თუ­ბანს, ხარ­ფუხს და სი­ა­მა­ყე არ გე­უფ­ლე­ბო­დეს, რომ ამ უდი­დე­სი ის­ტო­რი­ის მქო­ნე ქა­ლაქ­მა რამ­დენს გა­უძ­ლო, რამ­დე­ნი ბრძო­ლა გა­და­ი­ტა­ნა, რათა მის ქუ­ჩებ­ში მუდ­მი­ვად ჩქეფ­დეს სი­ცო­ცხლე; რათა ისევ იქ­მნე­ბო­დეს უნი­კა­ლუ­რი ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რა, გა­მარ­ჯვე­ბის ყი­ჟი­ნა ავ­სებ­დეს სტა­დი­ო­ნებ­სა და სპორ­ტულ დარ­ბა­ზებს, თა­ო­ბებს თა­ო­ბე­ბი ცვლი­დეს და ამ ცვა­ლე­ბა­დო­ბა­ში ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი და უც­ვლე­ლი რჩე­ბო­დეს ის ტრა­დი­ცი­ე­ბი, რაც მხო­ლოდ ამ ქა­ლაქს და მის მცხოვ­რებ­ლებს გა­აჩ­ნია.

ერთ-ერთ ასეთ ტრა­დი­ცი­ად იქცა თბი­ლი­სო­ბა, რო­გორც სი­კე­თის და სიყ­ვა­რუ­ლის დღე­სას­წა­უ­ლი. ოქ­ტომ­ბრის მზით გამთბა­რი ქუ­ჩე­ბი ამ დღეს ყვე­ლა­ზე ფე­რა­დია, რად­გან მას ადა­მი­ა­ნე­ბის გულ­წრფე­ლი ემო­ცი­ე­ბი ავ­სებს. სიყ­ვა­რუ­ლით გა­ლა­ღე­ბუ­ლი თბი­ლი­სი სა­ოც­რად ლა­მა­ზია დღეს. რო­გორც დღე­სას­წა­ულს შეჰ­ფე­რის, სურ­ვი­ლიც უნდა ჩა­ვი­ფიქ­როთ - ვი­ნატ­როთ, რომ აღა­რას­დროს ვი­ხი­ლოთ ნგრე­ვა და სის­ხლი ჩვენს ქუ­ჩებ­ში, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. იყოს მშვი­დო­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა. მხო­ლოდ მშვი­დო­ბას შე­უძ­ლია აქ­ცი­ოს ყო­ვე­ლი დღე დღე­სას­წა­უ­ლად, გა­ა­ლა­მა­ზოს ჩვე­ნი ქა­ლა­ქი და მთე­ლი ქვე­ყა­ნა.კი­დევ ერთხელ გი­ლო­ცავთ თბი­ლი­სო­ბას და გი­სურ­ვებთ, მუ­დამ ზე­ი­მის და გა­მარ­ჯვე­ბის სი­ხა­რუ­ლით იყოს სავ­სე ჩვე­ნი ქა­ლა­ქი“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვი­საც ყო­ველ­დღი­უ­რად შე­აქვს წვლი­ლი ქა­ლა­ქის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

"თბი­ლისს ხომ გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ამ­შვე­ნე­ბენ. პირ­ველ რიგ­ში, მინ­და, მთე­ლი გუ­ლით მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ ყვე­ლას, ვინც თქვე­ნი მიღ­წე­ვე­ბით თუ ყო­ველ­დღი­უ­რი შრო­მით ერთ აგურს დებთ თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ყვე­ლას­თვის თბი­ლი­სის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბას ვერ შევ­ძლებ­დით, მაგ­რამ მი­ი­ღეთ ჩვე­ნი გულ­წრფე­ლი პა­ტი­ვის­ცე­მა და მად­ლი­ე­რე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა.

თბი­ლი­სის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქე­ებს წელს შე­ე­მატ­ნენ: ზუ­რაბ კა­ხაბ­რიშ­ვი­ლი - მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი და სპორ­ტსმე­ნი; მე­რაბ კი­ლა­ძე - ქი­რურ­გი; გი­ორ­გი ჭუმ­ბუ­რი­ძე - ქი­რურ­გი, ორ­თო­პედ-ტრავ­მა­ტო­ლო­გი; დი­მიტ­რი ბე­ზა­რაშ­ვი­ლი - ალერ­გო­ლო­გი, მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი; გიზო გა­ბეს­კი­რია - რე­ჟი­სო­რი; გვან­ჯი მა­ნია - გე­ოგ­რა­ფი, მეც­ნი­ე­რი, ჟურ­ნა­ლის­ტი; ბი­ძი­ნა სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლი - ინ­ჟი­ნე­რი, მეტ­როს მუ­შა­კი; ნა­თე­ლა ვა­სა­ძე - პე­და­გო­გი­ურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი; გელა ფარ­ჩუ­კი­ძე - მუ­სი­კო­სი, დი­რი­ჟო­რი, პე­და­გო­გი; ნელი სა­ლა­ძე - მწვრთნე­ლი, სპორ­ტსმე­ნი; მზია აფ­რი­დო­ნი­ძე - მუ­სი­კო­სი, მხატ­ვა­რი; გუ­რამ ბა­თი­აშ­ვი­ლი - დრა­მა­ტურ­გი, მთარ­გმნე­ლი, მწე­რა­ლი, პუბ­ლი­ცის­ტი; კახა ქო­რი­ძე - არ­ქი­ტექ­ტო­რი, მსა­ხი­ო­ბი; გოგი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი - რე­ჟი­სო­რი, პრო­ფე­სო­რი; თა­მაზ გო­დერ­ძიშ­ვი­ლი - დრა­მა­ტურ­გი, მთარ­გმნე­ლი, მწე­რა­ლი, სცე­ნა­რის­ტი; ნელი კო­ბი­აშ­ვი­ლი - ჟურ­ნა­ლის­ტი, მწე­რა­ლი; გივი სი­ხა­რუ­ლი­ძე - მსა­ხი­ო­ბი, მწე­რა­ლი, მო­ცეკ­ვა­ვე, სპორ­ტსმე­ნი; ვახ­ტანგ ცუ­ხიშ­ვი­ლი - არ­ქი­ტექ­ტო­რი; ზუ­რაბ ყიფ­ში­ძე - მსა­ხი­ო­ბი; გუ­რამ კა­ლან­და­ძე - გე­ო­ლო­გი; ნელი ბე­რა­ია - მხატ­ვა­რი, ჟურ­ნა­ლის­ტი; თენ­გიზ გა­ჩე­ჩი­ლა­ძე - პე­და­გო­გი, ჟურ­ნა­ლის­ტი; თე­ი­მუ­რაზ ლეჟა­ვა - ბი­ო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი; ოლე­სია თა­ვა­ძე - მხატ­ვა­რი; ვილი სა­ნი­ო­ლი - ფეხ­ბურ­თე­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლი.

კახა კა­ლა­ძემ და­ჯილ­დო­ე­ბულ პი­რებს, სა­პა­ტიო თბი­ლი­სე­ლის წო­დე­ბის აღმნიშ­ვნელ სი­გელ­თან ერ­თად, დე­და­ქა­ლა­ქის სიმ­ბო­ლუ­რი გა­სა­ღე­ბიც გა­დას­ცა.