“როცა პირველად დავინახე 14 წლის იყო - ძალიან მორიდებული და წყნარი, მაგრამ მასში იგრძნობოდა სვანური ცეცხლი...“ - რას იხსენებს მარიამ ნაკანი მატილდა გვარლიანის შესახებ
მატილდა გვარლიანი პირველი ქართველი მოდელია, რომელიც Victoria Secret-ის შოუში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაცია მატილდას "ინსტაგრამგვერდიდან" გახდა ცნობილი.
სიახლის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა სამოდელო სააგენტო Look Modéls Managemént -ის დამფუძნებელმა, ნინო ცქიტიშვილმაც. მატილდა გვარლიანი სწორედ ამ სააგენტოს წარმოადგენს.
“3 კვირის წინ მატილდა გვარლიანი Victoria Secret-მა შოუზე დაამტკიცა. ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან ქართველი გოგონა აუცილებლად გაივლიდა VS-ის შოუზე და ისიც ჩვენი სააგენტოდან", - წერს ნინო ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში.
მატილდა გვარლიანის პირველ ნაბიჯებს იხსენებს ფოტოგრაფი მარიამ ნაკანი, რომელმაც მოდელს მენტორობა გაუწია. “სვანეთში ცხოვრება არ არის მარტივი, სწორედ იქ დაიბადა მატილდა.
სვანეთი - მიწაა, სადაც მთები ცას ეხება და სული თავისუფლებისთვის ისწრაფვის. სვანები მტკიცე ხასიათით ცნობილნი არიან, თავგანწირვა და სიმამაცე მათი სულის ნაწილია. სვანები არასდროს ნებდებიან, მათ სისხლში აქვთ თავისუფლება და გამბედაობა.
მატილდა სვანეთიდან ჩამოვიდა, იქიდან, საიდანაც ჩემი ფესვებიც მოდის... იხილეთ სრულად