საქართველოდან გაიქცა რუსი ტურისტი, რომელმაც ქართლის დედასთან დაწერილი "Fuck russia" წაშალა და რუსეთის დროშა დახატა - "ვისაც რუსეთი არ მოეწონება, ტანკით გადაუვლი" | Allnews.Ge

საქართველოდან გაიქცა რუსი ტურისტი, რომელმაც ქართლის დედასთან დაწერილი "Fuck russia" წაშალა და რუსეთის დროშა დახატა - "ვისაც რუსეთი არ მოეწონება, ტანკით გადაუვლი"

სამი დღის წინ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­დაც ჩანს, რომ მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ტუ­რის­ტის სტა­ტუ­სით იმ­ყო­ფე­ბა, ქარ­თლის დე­დას­თან და­წე­რილ წარ­წე­რას Fuck russia შლის და რუ­სე­თის დრო­შას ხა­ტავს. კაცს ჭრე­ლი ზე­და­ტა­ნი აც­ვია, წარ­წე­რით Russia.

ვინ არის ახალ­გაზ­რდა, რო­მელ­მაც ვან­და­ლუ­რი ფაქ­ტი ჩა­ი­დი­ნა

მუ­სი­კო­სი გა­რე­გინ იგი­ვე Gariko მოვ­სი­სი­ა­ნი, როს­ტო­ვი­დან არის და რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქეა. ვი­დე­ო­ში, სა­დაც ჩანს, რო­გორ ხა­ტავს ის რუ­სე­თის დრო­შას, ის­მის, რო­გორ მო­იხ­სე­ნი­ებს რუ­სეთს დე­დად და მუ­ქა­რის ტო­ნით აცხა­დებს, რომ „ვი­საც რუ­სე­თი არ მო­ე­წო­ნე­ბა, ტან­კით გა­და­უვ­ლის“.

462804262-122172634478147918-5027437787904527145-n-38113-1728976956.jpg

ქარ­თულ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მის ქმე­დე­ბას უარ­ყო­ფი­თი შე­ფა­სე­ბა მოჰ­ყვა. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი წერ­დნენ, რომ პო­ლი­ცია აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჩა­ე­რი­ოს და და­ა­პა­ტიმ­რონ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე. აღ­ნიშ­ნულ ვი­დე­ოს­თან ერ­თად მომ­ხმა­რებ­ლე­ბი აზი­ა­რებ­დნენ კი­დევ ერთ ვი­დე­ოს, რო­მე­ლიც ასე­ვე თბი­ლის­შია გა­და­ღე­ბუ­ლი და მოვ­სი­სი­ა­ნი და­ნით ხელ­ში მღე­რის.

სკან­და­ლის შემ­დეგ გა­რე­გინ­მა სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა, თუმ­ცა გა­ნა­ცხა­და, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ძმის ქორ­წი­ლის გამო მი­ი­ღო და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსელ­ში ატე­ხილ სკან­დალს არ გაჰ­ქ­ცე­ვია. მისი თქმით, "თბი­ლის­ში ძმე­ბი და დები ჰყავს" და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში დაბ­რუ­ნე­ბას აპი­რებს​. იხილეთ სრულად