როგორი იქნება ახალი ბულვარი ქობულეთში, რომლის მოწყობაც 9 მლნ ლარი დაჯდება | Allnews.Ge

როგორი იქნება ახალი ბულვარი ქობულეთში, რომლის მოწყობაც 9 მლნ ლარი დაჯდება

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფიჭვნარში, ახალი ზღვისპირა პარკი ეწყობა.

ამავე ცნობით, ახალი სანაპირო ზოლის მოსაწყობად, I ეტაპის სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 9 179 000 ლარია.

პროექტი ითვალისწინებს :

  • დასასვენებელი ნაგებობების მშენებლობას;
  • თემატური პარკების მშენებლობას;
  • გასართობი პარკების მშენებლობას;
  • ფეხით მოსიარულეთა ბილიკების მოწყობას;

წინადადებების მიღება 2 ნოემბერს დაიწყება და 7 ნოემბერს დასრულდება.

463461544-602806832073079-2481338671396117398-n-1729193142-1729238263.jpg

463497660-602806695406426-7903525988527748626-n-1729193126-1729238278.jpg

იხილეთ სრულად