რამდენი გრადუსი უნდა იყოს ზამთარში ტემპერატურა სახლში და ოფისში | Allnews.Ge

რამდენი გრადუსი უნდა იყოს ზამთარში ტემპერატურა სახლში და ოფისში

„საცხოვრებელი შენობებისთვის, მისაღებ ოთახში და ასევე საზოგადოებრივ შენობებშიც კომფორტის ტემპერატურად ითვლება 22 გრადუსი. ეს მაშინ, როდესაც ადამიანი სახლშია და ისვენებს. საძინებელში არ არის ამხელა ტემპერატურა საჭირო. საკმარისია 18-19 გრადუსი, რათა ადამიანმა კარგად გამოიძინოს“,- ამის შესახებ პროფესორმა, ენერგოეფექტურობის სპეციალისტმა ნანი მეფარიშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებრივ დაწესებულებებში და სამსახურებში, ხშირად დარღვეულია ჰაერის ტემპერატურის ნორმები.

„რაც შეეხება საოფისე სივრცეს, სკოლებს უნივერსიტეტებს და ა.შ., სადაც ყველაზე დაუცველია ტემპერატურის ნორმები, უნდა იყოს 20 გრადუსი, რათა ადამიანებმა კარგად იმუშაონ. იხილეთ სრულად