“ჯერ სცემეს ერთმანეთი, 4-ჯერ გასროლის ხმა გაისმა - თურმე ელოდებოდა, რომ შურს იძიებდა“ - ახალი დეტალები თბილისში მომხდარი მკვლელობის შესახებ: რას ჰყვებიან თვითმხილველები | Allnews.Ge

“ჯერ სცემეს ერთმანეთი, 4-ჯერ გასროლის ხმა გაისმა - თურმე ელოდებოდა, რომ შურს იძიებდა“ - ახალი დეტალები თბილისში მომხდარი მკვლელობის შესახებ: რას ჰყვებიან თვითმხილველები

წუ­ხელ ღა­მის სა­ა­თებ­ში, თბი­ლის­ში, ფი­როს­მა­ნის მო­ე­დან­ზე მა­მა­კა­ცი მოკ­ლეს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­პი­რის­პი­რე­ბას წინ ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბა უძღო­და, რა­საც მა­ლე­ვე სრო­ლის ხმა მოჰ­ყვა.

თვითმხილ­ვე­ლე­ბი "კუ­რი­ერ­თან" შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ სა­უბ­რო­ბენ. მათი თქმით, მომ­ხდა­რი შუ­რის­ძი­ე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. არის ვა­რა­უ­დი, რომ თავ­დამ­სხმე­ლი მა­მა­კაცს მან­ქა­ნი­დან უთ­ვალ­თვა­ლებ­და.

"ყვი­რი­ლი­სა და ჩხუ­ბის ხმა იყო. ჯერ სცე­მეს ერ­თმა­ნე­თი, რამ­დე­ნი­მე წუ­თის შემ­დეგ გას­რო­ლის ხმა გა­ის­მა, და­ახ­ლო­ე­ბით 4-ჯერ. შემ­დეგ ეგ­რე­ვე მი­ი­მა­ლა, ჩაჯ­და მან­ქა­ნა­ში და წა­ვი­და ის ბიჭი. შუ­რის­ძი­ე­ბის ნი­ა­დაგ­ზე გა­ა­კე­თა მსგავ­სი რა­ღაც. გა­ვი­გე, რომ ადრე და­უჭ­რია გარ­დაც­ვლილს ეს ბიჭი და ცი­ხე­ში მჯდა­რა. შემ­დეგ ის ბიჭი თურ­მე ელო­დე­ბო­და ამის­გან, რომ შურს იძი­ებ­და და ამის გამო ბრო­ნი­ჟი­ლე­ტით და­დი­ო­და, ელო­დე­ბო­და," - ამ­ბობს ერთ-ერთი თვითმხილ­ვე­ლი "კუ­რი­ერ­თან".

ფი­როს­მა­ნის მო­ე­დან­ზე გვი­ა­ნო­ბამ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი. ტე­რი­ტო­რია შე­მო­ხა­ზუ­ლი იყო ყვი­თე­ლი ლენ­ტით; ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტებ­მა მო­ნიშ­ნეს ად­გი­ლე­ბი, სა­დაც ტყვი­ის მას­რე­ბი ეყა­რა.