საქართველოდან რუსეთში წასული ქურთი ბიჭი, რომელიც მსოფლიოში პოპულარული ბლოგერი გახდა - ამირან სარდაროვის მძიმე ბავშვობა, განქორწინება და ახდენილი "ამერიკულ ოცნება"
YouTube- ის პოპულარული ბლოგერი ამირან სარდაროვი, რომელსაც 5 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, 2020 წელს შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად.
წლების წინ, „ხაჩის დღიურის“ წყალობით, სარდაროვი რუსეთში ცნობილი გახდა. გადაწყვიტა, რომ უცხო ქვეყანაში მას იგივე წარმატება ელოდა, ბარგი შეკრა და წავიდა.
თავად ეროვნებით ქურთია, მაგრამ იუმორით უდგება ყველა სტერეოტიპს და მზადაა საკუთარ თავზეც იხუმროს.
ბავშვობაში მიზნად დაისახა, რომ საცხოვრებლად გადასულიყო ამერიკაში, რადგან ის უცხოურ ფილმებზე და მულტფილმებზე გაიზარდა. მოგვიანებით, რუსეთში ცნობილი გახდა და წარმატებამ თავბრუ დაახვია: "ზოგჯერ ვიღვიძებდი და ვგრძნობდი, რომ ჩემ გარშემო მყოფი ადამიანები უღირსები იყვნენ.“ ამიტომაც გადაწყვიტა ამერიკის დაპყრობა და მსოფლიო აღიარების მოპოვება.
მაგრამ, როდესაც სხვა კონტინენტზე ჩავიდა, მიხვდა, რომ "ამერიკული ოცნება", როგორც ფილმებიდან წარმოედგინა არასწორი გადაწყვეტილება იყო.
რამდენიმე წლის წინ ბლოგერი განქორწინდა მარიამ ტილაევასთან, რომელმაც მას ღალატში და ოჯახურ ძალადობაში დასდო ბრალი. თუმცა, ბლოგერი მედიასთან აცხადებდა, რომ ის თავს კონფლიქტურ პიროვნებად არ მიიჩნევს თავს და ყოველთვის ცდილობს კამათისგან თავის არიდებას: "ვგრძნობ აგრესიას და არ დავუშვებ მას" – განმარტავს ბლოგერი.ქორწინების დასრულებამ სარდაროვს ახალი გამოცდილება მოუტანა, და იმავდროულად, იმედგაცრუებაც. "ამ სიტუაციაში ბევრი გაკვეთილი მივიღე, და ასევე, ბევრი ტკივილი. მაგრამ, ალბათ, ეს ტკივილი იმ დროს ჩემთვის საჭირო იყო. უფრო ნაკლებად მგრძნობიარე გავხდი, და ამან მაიძულა კვლავ დავფიქრებულიყავი და საკუთარი თავისთვის გვერდიდან შემეხედა" – ამბობს 38 წლის მამაკაცი.
ცოტა ხნის წინ, სარდაროვმა ბავშვობის ტრავმებზე ისაუბრა და მამაზე საუბრისას ატირდა.
ბავშვობაში, დედასთან ერთად საქართველოდან სწორედ მამამისის გამო გაიქცა. მამა არ მუშაობდა და ბევრს სვამდა. იხილეთ სრულად