“20-ზე მეტი მანქანა იყო, გადმოვიდნენ “დუბინკებით“... “წიწაკის სპრეი“, “კასტეტები“ ჰქონდათ“ - უცნობი პირები “ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში მყოფებს ფიზიკურად გაუსწორდნენ | Allnews.Ge

“20-ზე მეტი მანქანა იყო, გადმოვიდნენ “დუბინკებით“... “წიწაკის სპრეი“, “კასტეტები“ ჰქონდათ“ - უცნობი პირები “ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში მყოფებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

“ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ცენ­ტრა­ლურ ოფის­თან ხმა­უ­რია. 10-მდე პირი პარ­ტი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მი­ვი­და და “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რებს სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა.

რო­გორც “ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ კო­რეს­პონ­დენ­ტი ად­გი­ლი­დან იუ­წყე­ბა, ად­გი­ლი ჰქონ­და ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­საც. ინ­ცი­დენ­ტმა ამ დრო­ის­თვის პარ­ტი­ის ოფი­სის ტე­რი­ტო­რი­ი­დან კა­ხე­თის გზატ­კე­ცი­ლის­კენ გა­და­ი­ნაც­ვლა.

არი­ან და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი. ამ წუ­თებ­ში ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცია, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია და სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დე­ბი.

“წი­წა­კის სპრეი“, “კას­ტე­ტე­ბი“ ჰქონ­დათ,“ - გა­ნა­ცხა­და და­შა­ვე­ბულ­მა, რო­მელ­საც სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა ად­გილ­ზე გა­უ­წი­ეს.

“20-ზე მეტი მან­ქა­ნა იყო. გად­მო­ვიდ­ნენ “დუ­ბინ­კე­ბით“ და სხვა­დას­ხვა ნივ­თე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლე­ბი. შე­ვიდ­ნენ ოფის­ში, უცებ მოხ­და თავ­დას­ხმა, იყო შეხ­ლა - შე­მოხ­ლა. აგო­ნი­ა­ში არი­ან. ხე­და­ვენ რომ არ­ჩევ­ნებს აგე­ბენ. ამი­ტომ ყვე­ლა უბან­ში იყო ძა­ლა­დო­ბა,“ - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ბეჟაშ­ვილ­მა.