"მინდა გახარიას ვუთხრა კაცურადაც, აქციებიდან მილანძღია იცოცხლე, მაგრამ ახლა არ არის პრანჭვის დრო, ამათ რომ დავამარცხებთ, მერე დავერიოთ" - ალეკო ელისაშვილი | Allnews.Ge

"მინდა გახარიას ვუთხრა კაცურადაც, აქციებიდან მილანძღია იცოცხლე, მაგრამ ახლა არ არის პრანჭვის დრო, ამათ რომ დავამარცხებთ, მერე დავერიოთ" - ალეკო ელისაშვილი

"მინ­და გა­ხა­რი­ა­საც ვუ­თხრა კა­ცუ­რა­დაც და ადა­მი­ა­ნუ­რა­დაც, აქე­დან მი­ლან­ძღია იცო­ცხლე, არც თუ ისე უსა­ფუძ­ვლოდ, 20 ივ­ნი­სი დღემ­დე ვერ მო­მი­ხარ­შია, ახლა არ არის ერ­თმა­ნე­თის წყე­ნე­ბის გახ­სე­ნე­ბის დრო, აქ უნდა ვიდ­გეთ ყვე­ლა, პრან­ჭვის დრო არ არის, ერ­თად ბრძო­ლის დროა", - ასე მი­მარ­თა „ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას.

ელი­საშ­ვი­ლის თქმით, ახლა სა­კუ­თარ თავს ყვე­ლამ უნდა აჯო­ბოს და სა­ქარ­თვე­ლო გა­და­არ­ჩი­ნოს, რო­მე­ლიც გან­საც­დელ­შია."გუ­შინ გა­ხა­რი­ას პარ­ტი­ის ერთ-ერთ წარ­მო­მად­გე­ნელს ვუ­საყ­ვე­დუ­რე, ცოტა უკ­მე­ხად გა­მო­მი­ვი­და, არ მინ­დო­და, მაგ­რამ გა­დაღ­ლი­ლე­ბი ვართ, და­ქან­ცუ­ლე­ბი და ზედ­მე­ტად ემო­ცი­უ­რად გა­მო­მი­ვი­და. არ ვიცი, აქ არის თუ არა, გა­ხა­რია, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ძა­ლი­ან ვაჟ­კა­ცი ბიჭი დგას მის გვერ­დით, ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი და ის და­ვი­ნა­ხე, რომ აქ­ცი­ა­ზე არის. მინ­და გა­ხა­რი­ა­საც ვუ­თხრა კა­ცუ­რა­დაც და ადა­მი­ა­ნუ­რა­დაც, აქე­დან მი­ლან­ძღია, იცო­ცხლე, არც თუ ისე უსა­ფუძ­ვლოდ, 20 ივ­ნი­სი დღემ­დე ვერ მო­მი­ხარ­შია, ახლა არ არის ერ­თმა­ნე­თის წყე­ნე­ბის გახ­სე­ნე­ბის დრო, აქ უნდა ვიდ­გეთ ყვე­ლა, პრან­ჭვის დრო არ არის, ერ­თად ბრძო­ლის დროა.

ამათ რომ და­ვა­მარ­ცხებთ, მერე და­ვე­რი­ოთ კაცო, მა­გა­ში კი ვართ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნე­ბი ერ­თმა­ნე­თის ლან­ძღვა­ში, არ­ჩევ­ნებს რომ და­ვა­ნიშ­ვნი­ნებთ მერე ვი­კა­მა­თოთ, მერე ვი­კინ­კლა­ოთ, მაგ­რამ ახლა ჩვენს თავ­ში უნდა მოვ­ძებ­ნოთ ძალა, ჩვენს თავ­ზე, ჩვენს წყე­ნებ­ზე, ჩვენს ბოღ­მა­ზე მაღ­ლა დავ­დგეთ, ერ­თმა­ნეთს ხელი ჩა­მო­ვარ­თვათ, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო გან­საც­დელ­შია და ყვე­ლამ გა­და­ვარ­ჩი­ნოთ ჩვე­ნი სა­ქარ­თვე­ლო“, - გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.