"სად არის გიორგი გახარია - მოდი, შე დალოცვილო და გვითხარი, რასაც ფიქრობ - რა არის ეს, რა პრანჭვაა?" - ელისაშვილი | Allnews.Ge

"სად არის გიორგი გახარია - მოდი, შე დალოცვილო და გვითხარი, რასაც ფიქრობ - რა არის ეს, რა პრანჭვაა?" - ელისაშვილი

მეც მაქვს კი­თხვა, სად იყო გი­ორ­გი გა­ხა­რია, სად არის და სად არი­ან მისი პარ­ტი­ის წევ­რე­ბი, - ასე უპა­სუ­ხა „ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა კი­თხვას, რა­ტომ არ ეს­წრე­ბო­და „სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ლი­დე­რი გი­ორ­გი გა­ხა­რია ოპო­ზი­ცი­ის ლი­დერ­თა ერ­თობ­ლივ შეკ­რე­ბას, სა­დაც სა­მოქ­მე­დო გეგ­მა­ზე იმ­სჯე­ლეს.

ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "თა­ვი­სუ­ფა­ლი სტუ­დია" გა­მო­ეხ­მა­უ­რა "გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" ლი­დე­რის, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გან­ცხა­დე­ბას, სა­დაც მან თქვა: "მო­თხოვ­ნაა, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო იუ­რის­დიქ­ცი­ის ქვეშ ჩა­ვა­ტა­როთ არ­ჩევ­ნე­ბი, ასეთ სა­ჩუ­ქარს "ოც­ნე­ბას" ვინც უკე­თებს, ან ადეკ­ვა­ტუ­რო­ბა აკ­ლია ან სა­სარ­გებ­ლო იდი­ო­ტე­ბი არი­ან".ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას კრი­ტი­კას არ მი­ი­ღებს, რად­გან მი­უ­ხე­და­ვად მრა­ვალ­ჯერ მი­პა­ტი­ჟე­ბი­სა, ის ერ­თობ­ლივ შტაბ­ში კონ­სულ­ტა­ცი­ებ­ზე არ მი­დის.

"გა­ხა­რი­ას ამ კრი­ტი­კას ვერ მი­ვი­ღებ. სულ პირ­ვე­ლი ისაა, რომ ჩვენ ერ­თმა­ნე­თის გვერ­დზე დავ­დე­ქით, იმი­ტომ, რომ ყვე­ლას მოგვპა­რეს არ­ჩევ­ნე­ბი. ჯამ­ში ოპო­ზი­ცი­ამ გა­ი­მარ­ჯვა და უნ­დათ, რომ ეს გა­მარ­ჯვე­ბა აგ­ვწაპ­ნონ. ამი­ტომ შევ­ქმე­ნით შტა­ბი და გა­ვა­ერ­თი­ა­ნეთ ძა­ლის­ხმე­ვა. ამ ძა­ლის­ხმე­ვა­ში გა­ხა­რია რა­ტომ არ არის, არ ვიცი. ღიად არის მის­თვის შე­თა­ვა­ზე­ბა. უფრო მე­ტიც, ჩვენ რა­ღა­ცა­ზე ვიკ­რი­ბე­ბით, ვმსჯე­ლობთ, ვპა­ტი­ჟებთ ყო­ველ ჯერ­ზე გა­ხა­რი­ას ან მის წარ­მო­მად­გენ­ლებს. მო­ვი­დეს და გვი­თხრას უკე­თე­სი აზრი. ყო­ველ ჯერ­ზე ვე­ძა­ხით, ვუ­რე­კავთ მა­საც და მის წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც, ვე­უბ­ნე­ბით, რომ აქა და აქ ვიკ­რი­ბე­ბით, ჩვე­ნი კო­ა­ლი­ცი­ის ოფი­სი, რო­მე­ლიც ერ­თობ­ლივ შტა­ბად გა­და­კეთ­და. მოდი, შე და­ლოც­ვი­ლო და გვი­თხა­რი რა­საც ფიქ­რობ. ვი­კა­მა­თოთ, ვიმ­სჯე­ლოთ და დაგ­ვარ­წმუ­ნე. ჩვენ რა­ღაც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ვი­ღებთ და შემ­დეგ გა­მოდ­გე­ბა და გვლან­ძღავს. ეს რა წე­სია? - მო­ვი­დეს, არა­ვინ კარს არ უჭე­დავს.

ყვე­ლას უნდა, რომ ვი­ღა­ცას ხელი შე­აწ­მინ­დოს და არა­ვის არ უნდა მოქ­მე­დე­ბა. ჩვენ ვმოქ­მე­დებთ, ვფიქ­რობთ და რა­ღა­ცებს ვა­კე­თებთ. თუ არ მოგ­წონს, მოდი შე და­ლოც­ვი­ლო და და­ხუ­რულ კარს მიღ­მა გვი­თხა­რი შენი აზრი. რა არის ეს, რა პრან­ჭვაა? რა­ღა­ცას ვი­ტყვით, არ მო­დის და შემ­დეგ დგას და იქი­დან გა­ბუ­ტუ­ლი გე­ნი­ო­სი­ვით რა­ღა­ცებს გე­უბ­ნე­ბა. არ გა­მო­დის ეს ამ­ბა­ვი, მოდი, და­ჯე­ქი კა­ცუ­რად, გან­საც­დელ­შია ქვე­ყა­ნა“, - გა­ნა­ცხა­და ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა.