წმენდს ორგანიზმს მავნე ნივთიერებებისგან და ავსებს სასარგებლო მინერალებით - რა არის მიკრომწვანილი და როგორ მოჰყავთ ის? | Allnews.Ge

წმენდს ორგანიზმს მავნე ნივთიერებებისგან და ავსებს სასარგებლო მინერალებით - რა არის მიკრომწვანილი და როგორ მოჰყავთ ის?

ადა­მი­ა­ნებ­მა ბოლო დროს ბუ­ნებ­რი­ვად სუფ­თა და ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბის ძებ­ნი­სას აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ მიკ­რომ­წვა­ნი­ლი ჯან­სა­ღი კვე­ბის ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პრო­დუქ­ტია.

წლე­ბის წინ ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე იმა­ზე მსჯე­ლო­ბამ მო­იც­ვა, თუ რო­გო­რი ჯან­სა­ღი და სა­სარ­გებ­ლოა მიკ­რომ­წვა­ნი­ლი და რომ მას უცხო­ეთ­შიც აქ­ტი­უ­რად იყე­ნე­ბენ... ის ორ­გა­ნიზმს მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის­გან წმენ­დს და სა­სარ­გებ­ლო ვი­ტა­მი­ნე­ბით და მი­ნე­რა­ლე­ბით ავ­სებს.

ამ თე­მა­ზე Ambebi.ge-ს ბი­ო­ტექ­ნო­ლო­გი, ეკო­ნო­მი­კის დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი რუ­სუ­დან კვა­რა­ცხე­ლია ესა­უბ­რე­ბა.- რას წარ­მო­ად­გენს მიკ­რომ­წვა­ნი­ლი, რო­მე­ლიც ბოლო დროს კვე­ბის რა­ცი­ონ­ში სულ უფრო აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა?

- მიკ­რომ­წვა­ნი­ლი არის 2 ფოთ­ლის დო­ნე­ზე გაზ­რდი­ლი მცე­ნა­რე. ეს მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც მიკ­რომ­წვა­ნი­ლი მოყ­ვა­ნი­ლია ორ­გა­ნულ ნი­ა­დაგ­ზე და აუ­ცი­ლებ­ლად მზე­ზე (და არა ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­თე­ბის ქვეშ). პრო­დუქ­ტი მდი­და­რია მიკ­რო და მაკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბით, ვი­ტა­მი­ნე­ბით, მშრა­ლი ორ­გა­ნუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბით, ქლორო­ფი­ლით და ა.შ.

ორ­გა­ნულ ნი­ა­დაგ­ზე, ბი­ო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა თეს­ლე­ბით მოყ­ვა­ნი­ლი მიკ­რომ­წვა­ნი­ლი სავ­სეა ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ბი­ო­ე­ნერ­გი­ით. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ასათ­ვი­სებ­ლად ორ­გა­ნიზ­მი ენერ­გი­ას არა­თუ ხარ­ჯავს, არა­მედ, პი­რი­ქით, მიკ­რომ­წვა­ნი­ლი ორ­გა­ნიზმს იმ ბი­ო­ე­ნერ­გი­ით, რაც მთე­ლი სა­სი­ცო­ცხლო ციკ­ლის მან­ძილ­ზე, მას­ში გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვი­საა ჩა­დე­ბუ­ლი, თვი­თონ ამა­რა­გებს. იმის გამო, რომ მიკ­რომ­წვა­ნი­ლი მხო­ლოდ 2 ფოთ­ლის დო­ნე­ზეა აღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლი, მას­ში ჯერ კი­დევ თით­ქმის სრუ­ლა­დაა შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი მო­ცე­მუ­ლი ბი­ო­ე­ნერ­გია. მიკ­რომ­წვა­ნილ­ში ყვე­ლა სა­სარ­გებ­ლო ნივ­თი­ე­რე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლია კო­ლო­ი­დუ­რი ფორ­მით, ანუ მათ ორ­გა­ნიზ­მი სრუ­ლად შე­ით­ვი­სებს. მიკ­რომ­წვა­ნილ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 40-ჯერ მე­ტია ყვე­ლა ის სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბა, რაც დას­რუ­ლე­ბულ პრო­დუქ­ტში.

ორ­გა­ნულ ნი­ა­დაგ­ზე მოყ­ვა­ნილ მიკ­რომ­წვა­ნილ­ში მე­ტად არის გა­მო­ხა­ტუ­ლი გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბი, რაც კუ­ლი­ნა­რი­ის კუ­თხით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

mcvanili1-39933-1730621685.jpg

- რო­გორ მი­ი­ღე­ბა მიკ­რომ­წვა­ნი­ლი?

- მის მი­სა­ღე­ბად აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­მო­ვი­ყე­ნოთ ბი­ო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა თეს­ლე­ბი, რაც დას­ტურ­დე­ბა ბი­ო­სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბით. სხვა შემ­თხვე­ვა­ში, გე­ო­მეტ­რი­უ­ლი პროგ­რე­სი­ით იზ­რდე­ბა ის მავ­ნე ზე­მოქ­მე­დე­ბა ორ­გა­ნიზ­მზე, რაც შხამ-ქი­მი­კა­ტე­ბით და­ბინ­ძუ­რე­ბულ პრო­დუქტს თან სდევს. ბი­ო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა თეს­ლე­ბი უნდა და­ი­თე­სოს ასე­ვე სუფ­თა, ორ­გა­ნულ ნი­ა­დაგ­ზე, რათა პრო­დუქ­ტში სრუ­ლად მოხ­დეს სა­სარ­გებ­ლო ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის კონ­ცენ­ტრი­რე­ბა, მშრა­ლი ორ­გა­ნუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის დაგ­რო­ვე­ბა.

ასე­ვე, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მო­ვიყ­ვა­ნოთ მზე­ზე, რათა მას­ში ქლორო­ფი­ლის შემ­ცვე­ლო­ბა მა­ღა­ლი იყოს და ამა­ვე დროს სრულ­ყო­ფი­ლი პრო­დუქ­ტი მი­ვი­ღოთ მზის ენერ­გი­ის შთან­თქმით. ამ­რი­გად, მის მო­საყ­ვა­ნად აუ­ცი­ლე­ბე­ლია შემ­დე­გი: ბი­ო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა თეს­ლე­ბი, ორ­გა­ნუ­ლი ნი­ა­და­გი, მზის სხი­ვე­ბი.

- რა ეტა­პებს გა­დის, ვიდ­რე მიკ­რომ­წვა­ნი­ლად იქ­ცე­ვა, რა დრო სჭირ­დე­ბა?

- და­თეს­ვი­დან 10-14 დღე­ში მზად არის. რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მზის სხი­ვე­ბი და ორ­გა­ნუ­ლი ნი­ა­და­გი, ამ პი­რო­ბებ­ში მიკ­რომ­წვა­ნი­ლი გაზ­რდას 2 ფოთ­ლის დო­ნე­ზე ას­წრებს - ეს კი უკვე მზა პრო­დუქ­ტის ფა­ზაა. დე­ტა­ლუ­რად, თეს­ვა-მოყ­ვა­ნის პრო­ცე­სი ასე­თია: მზად­დე­ბა ორ­გა­ნუ­ლი ნი­ა­და­გი, გა­ნა­წილ­დე­ბა და­სა­თეს ყუ­თებ­ში, გან­თავ­სდე­ბა სათ­ბუ­რის სივ­რცე­ში; და­ახ­ლო­ე­ბით 30 გრ-ის ოდე­ნო­ბით თეს­ლი ითე­სე­ბა სა­შუ­ა­ლო ზო­მის ყუთ­ში; მო­ირ­წყვე­ბა კარ­გად და ყუთს და­ე­ფა­რე­ბა თავ­სა­ხუ­რი. აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი გა­ნა­პი­რო­ბებს თეს­ლის გა­ღი­ვე­ბას ორ­გა­ნულ ნი­ა­დაგ­ში, რამ­დე­ნი­მე დღე­ში კი მის აღ­მო­ცე­ნე­ბას. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­კონ­ტროლ­დეს თავ­სა­ხუ­რის ახ­სნის პე­რი­ო­დი. კერ­ძოდ, თავ­სა­ხურს ვხსნით ზუს­ტად იმ ეტაპ­ზე, რო­დე­საც აღ­მო­ნა­ცე­ნი უკვე მზად არის მზის სხი­ვე­ბის მი­სა­ღე­ბად. დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი ახდა გა­ნა­პი­რო­ბებს მიკ­რომ­წვა­ნი­ლის ხა­რის­ხის ვარ­დნას, ისე­ვე, რო­გორც არ შე­იძ­ლე­ბა ადრე ახ­სნა, რად­გან სუს­ტი აღ­მო­ნა­ცე­ნი ვერ უძ­ლებს ღია გა­რე­მო პი­რო­ბებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­სის სი­ზუს­ტე გა­ნა­პი­რო­ბებს მიკ­რომ­წვა­ნი­ლის ღე­როს სიძ­ლი­ე­რეს, ფოთ­ლის სი­ჯან­სა­ღეს და მთლი­ან სტრუქ­ტუ­რას. ასე­ვე, ყუ­რადსა­ღე­ბია მორ­წყვის პრო­ცე­დუ­რა, ზედ­მე­ტი მორ­წყვით ავად­დე­ბა და იწყე­ბა ლპო­ბის პრო­ცე­სი. ასე­ვე, არას­წო­რი მორ­წყვით შე­იძ­ლე­ბა ფი­ზი­კუ­რად და­ზი­ან­დეს თეს­ლი და აღ­მო­ნა­ცე­ნი. იხილეთ სრულად