"მამა ბიზნესმენი იყო და აქ შევარდნაძის პრეზიდენტობისას ჩამოვედით"- კორეელი გიორგი ჩანგის ისტორია: ცხოვრება მარნეულში, ორმაგი მოქალაქეობა და ქართული სახელის ისტორია | Allnews.Ge

"მამა ბიზნესმენი იყო და აქ შევარდნაძის პრეზიდენტობისას ჩამოვედით"- კორეელი გიორგი ჩანგის ისტორია: ცხოვრება მარნეულში, ორმაგი მოქალაქეობა და ქართული სახელის ისტორია

"კო­რე­ე­ლი კი ვარ, მაგ­რამ მი­მაჩ­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ვარ. აქ ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დი და გა­ნათ­ლე­ბა მი­ვი­ღე. აქ ცხოვ­რე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო არ ვარ. თუ ჩემ­მა მშობ­ლებ­მა კო­რე­ა­ში დაბ­რუ­ნე­ბა გა­და­წყვი­ტეს, მე დავ­რჩე­ბი. მიყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო," - ამ­ბობს 25 წლის სამ­ხრეთ კო­რე­ე­ლი ნა­მჰუნ (გი­ორ­გი) ჩან­გი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს შავი ზღვის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტია.

გი­ორ­გი ქარ­თულ ენა­ზე თა­ვი­სუფ­ლად სა­უბ­რობს, რი­თაც ნამ­დვი­ლად გვა­ო­ცებს. ძა­ლი­ან უყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო, მისი ის­ტო­რია, ლი­ტე­რა­ტუ­რა. აქვს ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე 2019 წელს გახ­და... ვინ და­არ­ქვა გი­ორ­გი, სად და რო­გორ გა­ი­ზარ­და და რო­გორ აფა­სებს რიგ სა­კი­თხებს, ამა­ზე AMBEBI.GE-სთვის მი­ცე­მუ­ლი ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ.

გი­ორ­გი ჩან­გი:

- სკო­ლა­ში რომ შე­ვე­დი, ჩემი სა­ხე­ლის წარ­მოთ­ქმა ყვე­ლას გა­უ­ჭირ­და, ამი­ტომ გი­ორ­გი მას­წავ­ლებ­ლებ­მა და­მარ­ქვეს. რა თქმა უნდა, შე­ვი­ფე­რე და ეს სა­ხე­ლი ძა­ლი­ან მომ­წონს. გი­ორ­გი სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რს ჰქვია, რო­გორც ვიცი, წმინ­და გი­ორ­გის პა­ტივ­სა­ცე­მად არ­ქმე­ვენ. წმინ­და გი­ორ­გი მე­ო­მა­რი იყო, რო­მის იმ­პე­რი­ა­ში მსა­ხუ­რობ­და, ქრის­ტი­ა­ნი იყო და თა­ვის რწმე­ნას შეს­წი­რა. ის წმინ­და­ნად შე­რა­ცხეს.

- რო­გორ შე­გის­წავ­ლია... სა­ქარ­თვე­ლო­ში რო­გორ მოხ­ვდი?

- ჩემი მშობ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში 1997 წელს, პრე­ზი­დენტ შე­ვარ­დნა­ძის დროს ჩა­მო­ვიდ­ნენ. მამა მა­შინ ბიზ­ნეს­მე­ნი იყო და აქეთ გად­მოს­ვლა თა­ვი­სი სამ­სა­ხუ­რის გამო მო­უხ­და. მერე ისე მოხ­და, რომ დარ­ჩა და კო­რე­ა­ში აღარ წა­ვე­დით... მშობ­ლებ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში მე და ჩემი დაც ჩა­მოგ­ვიყ­ვა­ნეს. მა­შინ 3 წლის ვი­ყა­ვი. მერე სკო­ლა­ში აქ შე­ვე­დი და ქარ­თუ­ლი ენა ვის­წავ­ლე. და­ვუ­მე­გობ­რდი კლა­სე­ლებს, გა­ვი­ცა­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი ჩა­ვა­ბა­რე და მოვ­ხვდი შავი ზღვის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. ისე, პირ­ვე­ლი "ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი", მე­ო­რე - ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტი, მე­სა­მე შავი ზღვის უნი­ვერ­სი­ტე­ტი და მერე კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტი მე­წე­რა.

download-1731135809.jpg

- მშობ­ლებ­მა შენ­ნა­ი­რად იცი­ან ქარ­თუ­ლი ენა?

- ეს­მით, მაგ­რამ სა­უ­ბა­რი ცოტა უჭირთ. რა­ღა­ცე­ბის თარ­გმნა­ში ვეხ­მა­რე­ბი ხოლ­მე... მე უკვე 20 წე­ლია, გა­ნუ­წყვეტ­ლივ ვსწავ­ლობ ქარ­თულ ენას და ძა­ლი­ან მომ­წონს. 6 წლამ­დე არ ვი­ცო­დი, სკო­ლის და მას­წავ­ლებ­ლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ შე­ვის­წავ­ლე. ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ენაა და ყველ­გან მჭირ­დე­ბა. უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც ქარ­თუ­ლად ვსწავ­ლობ და მისი კარ­გად ცოდ­ნა მით უფრო აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ქარ­თუ­ლი ენის გრა­მა­ტი­კა რთუ­ლია, მაგ­რამ ყვე­ლა ენას აქვს თა­ვი­სი სირ­თუ­ლე. ძნე­ლია ჩი­ნუ­რის, ია­პო­ნუ­რის, კო­რე­უ­ლის სწავ­ლაც... ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რაც ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სია მსოფ­ლი­ო­ში.

- ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე რას გვე­ტყვი?

- დიდი ქარ­თვე­ლი მწე­რა­ლი იყო, ასე­ვე ეროვ­ნულ-გა­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი მოძ­რა­ო­ბის ლი­დე­რი. მას უნ­დო­და, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მო­ე­პო­ვე­ბი­ნა. „ერის მა­მას“ ეძახ­დნენ. ის სწავ­ლობ­და პე­ტერ­ბურ­გში და ამის გამო „თერგდა­ლე­უ­ლი“ და­არ­ქვეს. ყვე­ლა ქარ­თველს, ვინც იქ სწავ­ლობ­და, „თერგდა­ლე­უ­ლე­ბი“ და­არ­ქვეს. ისი­ნი პროგ­რე­სუ­ლად მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ. პე­ტერ­ბურ­გი­დან რომ დაბ­რუნ­დნენ, და­ი­წყო მა­მა­თა და შვილ­თა ბრძო­ლა. პირ­ვე­ლი ბრო­ლა 1861 წელს იყო, მე­ო­რე - 1871 წელს. მათ იდე­ებს უფ­რო­სი თა­ო­ბა ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და... მაგ პე­რი­ოდ­ში ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნი­დან 5 ასო-ბგე­რა ამო­ვარ­და და ასე ჩა­მო­ყა­ლიბ­და თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნი და ენა...

- გი­ორ­გი, კო­რე­ა­ში ვინ გყავს?

- ნა­თე­სა­ვე­ბი, ბე­ბია, ბა­ბუა... რო­გორც ჩემი მშობ­ლე­ბის სა­უბ­რე­ბი­დან ვიცი, ისი­ნი აქ მძი­მე პე­რი­ოდ­ში ჩა­მო­ვიდ­ნენ. მა­შინ აქ არც გაზი იყო, არც შუქი და ხალ­ხს ცხოვ­რე­ბა უჭირ­და, მაგ­რამ ამის მი­უ­ხე­და­ვად მშობ­ლე­ბი მა­ინც დარ­ჩნენ. მარ­ნე­ულ­ში და­ბი­ნავ­დნენ, ახ­ლაც მარ­ნე­უ­ლი­დან დავ­დი­ვარ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში... იქ ეზო­ში სხვა­დას­ხვა ეროვ­ნე­ბის ბავ­შვებ­თან ვთა­მა­შობ­დი. იყ­ვნენ სომ­ხე­ბიც, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბიც, მრა­ვა­ლეთ­ნი­კურ გა­რე­მო­ში ვიზ­რდე­ბო­დი. ამი­ტომ დღე­ი­სათ­ვის ვიცი 4 ენა - კო­რე­უ­ლი, ქარ­თუ­ლი, ინ­გლი­სუ­რი და რუ­სუ­ლი. იხილეთ სრულად