"თუ გინდათ რომ წონაში დაიკლოთ, მაშინ ეს 4 ძირითადი წესი უნდა დაიცვათ" - რას გვირჩევს ექიმი რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი
ექიმი რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ექიმი საუბორბს თუ რა წესების დაცვით შეძლებთ წონაში დაკლებას.
როგორც მანანა მგალობლიშვილი განმარტავს, წონაში დაკლების ოთხი ძირითადი წესი არსებობს:
- იკვებე დღეში 3-4 ჯერ;
- კვებებს შორის ინტერვალი - 3-4 საათი;
- კვებებს შორის ინტერვალებში სვამ მხოლოდ წყალს და შეგიძლია უშაქრო ჩაი ან ყავა, არანაირი სასუსნავი ან ხილი კვებებს შორის!;
- ხილი არის ცალკე კვება და მიირთვით დღის პირველ ნახევარში.