"მისი ღირებულება 4700 ლარია... ანგარიშს არავის ჩავაბარებ, მე არ ვარ სახელმწიფო მოხელე" - რას ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი სკანდალზე, რომელიც აქციაზე მის ძვირადღირებულ ქურთუკში გამოჩენას მოჰყვა | Allnews.Ge

"მისი ღირებულება 4700 ლარია... ანგარიშს არავის ჩავაბარებ, მე არ ვარ სახელმწიფო მოხელე" - რას ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი სკანდალზე, რომელიც აქციაზე მის ძვირადღირებულ ქურთუკში გამოჩენას მოჰყვა

გუ­შინ, ჯგუფ "და­ი­ტო­ვეს" მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას ჟურ­ნა­ლის­ტი ნანუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნიც შე­უ­ერ­თდა. მრა­ვა­ლ­ა­თა­სი­ა­ნი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნა ქვე­ყა­ნა­ში ხე­ლა­ხა­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა გახ­ლდათ, რად­გან მი­აჩ­ნი­ათ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არ­ჩევ­ნე­ბი გა­ა­ყალ­ბა.

აქ­ცი­ა­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი და ვი­დე­ო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გვი­ან ღა­მით ვრცელ­დე­ბო­და. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის ყუ­რა­დღე­ბა ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის ქურ­თუკ­მა მი­იქ­ცია. ჟურ­ნა­ლის­ტის ფო­ტო­ე­ბით გა­კე­თე­ბუ­ლი კო­ლა­ჟი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხარ­დამ­ჭე­რებ­მა გა­ავ­რცე­ლეს, მათი თქმით, აქ­ცი­ა­ზე ჟორ­ჟო­ლი­ანს 18- ათას­ლა­რი­ა­ნი ქურ­თუ­კი ეცვა.

ფოტო კო­ლა­ჟი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა"სხვებს ლო­ბი­ა­ნებს აჭ­მევს და თა­ვად და­ით­ბუ­ნა ტანი“"ჯერ რა­ტომ უნდა ღირ­დეს ნივ­თი ამ­ხე­ლა ფასი და მერე რა­ტომ უნდა გინ­დო­დეს ჩა­იც­ვა“"მა­მა­მი­სის პატ­რონს რა ჭირს მო­სა­ტე­ხი?“ - წერ­დნენ კო­მენ­ტა­რებ­ში.ჟურ­ნა­ლისტს კო­მენ­ტა­რის ჩა­სა­წე­რად და­ვუ­კავ­შირ­დით.

466383600-10161927138154350-1295545231346675685-n-38547-1731386926.jpg

ნა­ნუ­კა ამ­ბობს, მისი ქურ­თუ­კი რე­ა­ლუ­რად გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი ღირს და ამა­ვე დროს, მა­შინ შე­უძ­ლი­ათ მისი ტან­საც­მლის ფა­სის დათ­ვლა, რო­დე­საც ის სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე იქ­ნე­ბა, სხვა შემ­თხვე­ვა­ში არა­ვი­სი საქ­მე არ არის, რა ღი­რე­ბუ­ლე­ბის სა­მოსს ჩა­იც­ვამს.

- ქურ­თუ­კი 4000-ლა­რი­ა­ნია, ეს ერთი და მე­ო­რე, მე სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე ვარ? - მე ხალ­ხის ფუ­ლით ვფი­ნანსდე­ბი? - ამი­ტომ ვისი რა საქ­მეა რა ღირს ჩემი ქურ­თუ­კი. ეს და­უთ­ვა­ლონ თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს, რომ­ლე­ბიც მათი ფუ­ლით ფი­ნანსდე­ბი­ან. მე სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ, ხალ­ხის ფუ­ლით არა­სო­დეს დავ­ფი­ნან­სე­ბულ­ვარ და თუ მინ­და, 100-ათას­ლა­რი­ან ქურ­თუკს ჩა­ვიც­ვამ.

გარ­და ამი­სა, რა იცი­ან, მე ვი­ყი­დე თუ სხვამ მა­ჩუ­ქა. სულ რომ მე მე­ყი­და, მაქვს იმის უფ­ლე­ბა და ფუ­ფუ­ნე­ბა ასე­თი ქურ­თუ­კი ვი­ყი­დო. სი­ნამ­დვი­ლე­ში ამ ქურ­თუ­კის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 4700 ლა­რია. მე­ო­რე სა­კი­თხია მე ვი­ყი­დე, თუ არა, მაგ­რამ ან­გა­რიშს არა­ვის ჩა­ვა­ბა­რებ, მე არ ვარ სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე. რა ქურ­თუკ­საც მინ­და, იმ ქურ­თუკს ჩა­ვიც­ვამ. რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე გავ­ხდე­ბი, ამ ხალ­ხის ფუ­ლით დავ­ფი­ნანსდე­ბი, რო­გორც დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მა­შინ რაც უნ­დათ ის და­მით­ვა­ლონ. ოღონდ იცო­დეთ, რომ არა­სო­დეს სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე არ გავ­ხდე­ბი.

- თუმ­ცა გქონ­დათ პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლის მცდე­ლო­ბა.

- კი, მაგ­რამ სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე არ ვყო­ფილ­ვარ და არც არა­სო­დეს გავ­ხდე­ბი. მაგ­რამ თუ გავ­ხდე­ბო­დი ოდეს­მე, რომც ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ხალ­ხს აქვს უფ­ლე­ბა და­მით­ვა­ლოს, მე რა მაც­ვია და რა მა­ხუ­რავს. მე არ ვარ იმ რე­ა­ლო­ბა­ში, რო­გორც ისი­ნი არ­ჩე­ნენ ბი­უ­ჯე­ტით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, რომ­ლებ­საც ასე­ვე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ტან­საც­მე­ლი აც­ვი­ათ, არა­ვის ეკი­თხე­ბა, მე რა მაც­ვია, რას ვჭამ და სად ვცხოვ­რობ. იხილეთ სრულად