"ესენი არიან ლაჩრები... გადაგვჯეგეს, გადაგვიარეს ქალებს მშვიდობიანი აქციის დროს“ - დემონსტრაციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის კვლავ შეხლა-შემოხლა იყო | Allnews.Ge

"ესენი არიან ლაჩრები... გადაგვჯეგეს, გადაგვიარეს ქალებს მშვიდობიანი აქციის დროს“ - დემონსტრაციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის კვლავ შეხლა-შემოხლა იყო

ცეს­კო­დან აღ­მა­შე­ნებ­ლის ხე­ივ­ნის­კენ მი­მა­ვა­ლი მსვლე­ლო­ბის მო­ნა­წი­ლე­ებ­სა და პო­ლი­ცი­ას შო­რის შეხ­ლა-შე­მოხ­ლა იყო ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ი­დან და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ძეგლის მი­მარ­თუ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე მსვლე­ლო­ბი­სას, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­სა და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს შო­რის შეხ­ლა-შე­მოხ­ლაა მოხ­და.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა გზის გა­და­კეტ­ვა სცა­დეს, რისი სა­შუ­ა­ლე­ბაც მათ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს არ მის­ცეს.მსვლე­ლო­ბი­სას აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს გაშ­ლი­ლი ჰქონ­დათ სა­ქარ­თვე­ლოს და ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შე­ბი.

მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის იყ­ვნენ ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ქალი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი.

მარ­თლწეს­რი­გის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, მსვლე­ლო­ბას სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის რამ­დე­ნი­მე ეკი­პა­ჟიც მიჰ­ყვე­ბო­და.

მსვლე­ლო­ბის და­წყე­ბამ­დე გაჟ­ღერ­და სა­ქარ­თვე­ლოს და ევ­რო­კავ­ში­რის ჰიმ­ნი."ესე­ნი არი­ან ლაჩ­რე­ბი. ამ დღე­ში ჩა­აგ­დეს კა­ცე­ბი - ქა­ლებს გვე­ჭი­და­ვე­ბი­ან. გა­დაგ­ვი­ა­რეს შუა ქუ­ჩა­ში. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი რომ ჰქვი­ათ, ლაჩ­რე­ბი არი­ან, ამ დღე­ში ჰყავთ ე.წ. სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი. გა­დაგვჯე­გეს, გა­დაგ­ვი­ა­რეს ქა­ლებს მშვი­დო­ბი­ა­ნი აქ­ცი­ის დროს“,- გა­ნა­ცხა­და "ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ანა ნაც­ვლიშ­ვილ­მა.