„დღეში 120-140 ლარი აქვთ ხელფასი, მაგრამ არ ჰყოფნით - ძალიან გვიჭირს ხალხის შენარჩუნება“ | Allnews.Ge

„დღეში 120-140 ლარი აქვთ ხელფასი, მაგრამ არ ჰყოფნით - ძალიან გვიჭირს ხალხის შენარჩუნება“

„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ ,,მედიაცენტრ მთავარში“ დარგში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

მისი თქმით, სადისტრიბუციო მანქანების ჯარიმების გარდა, პრობლემაა ხელფასებიც და თანამშრომლების შენარჩუნების საკითხიც. მალხაზ დოლიძის თქმით, არასწორი პარკირების გამო, პურის ქარხნებს 25-30 ათას ლარიანი ჯარიმა მიუვიდათ, ეს ყველაფერი კი საბოლოოდ პურის თვითღირებულებაზე აისახება.

რაც შეეხება კადრების საკითხს, დოლიძე აღნიშნავს, რომ სექტორში თანამშრომელთა შენარჩუნება ჭირს.

„კიდევ ერთი გამოწვევაა ხელფასები. დარგი 3-ცვლიანია და ძალიან გვიჭირს ხალხის დაკავება ადგილებზე. ბევრი უცხოეთში წავიდა. თვეში დაახლოებით, 10-12 დღე მუშაობენ, ხელფასი კი დღეში 120-140 ლარი აქვთ, მაგრამ არ ჰყოფნით და ესეც გამოწვევაა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ პურზე ფასმა არ აიწიოს,“ - განაცხადა დოლიძემ. იხილეთ სრულად