საახალწლო ღონისძიებებზე თბილისის მერია 9.4 მლნ ლარზე მეტს დახარჯავს - რა არის დაგეგმილი?
თბილისის მერიამ 2025 წლის შობა-ახალი წლის დღესასწაულის ორგანიზებისთვის რამდენიმე შესყიდვა გამოაცხადა. მათ შორის, ერთი-ერთი შესყიდვა გამარტივებული მეთოდით გამოცხადდა და შესყიდვის ღირებულება 8 576 967 ლარს აჭარბებს.
დოკუმენტების მიხედვით, მიმწოდებელმა 2024 წლის 13 დეკემბრიდან 2025 წლის 15 იანვრის ჩათვლით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე "საშობაო ქალაქი“ უნდა მოაწყოს.ამავე შესყიდვიდან ირკვევა, რომ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, მთავარი ნაძვის ხე 6 დეკემბერს აინთება. 31 დეკემბერს კი პირველი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო გალა კონცერტი ჩატარდება