დაპირისპირება და კვერცხების სროლა ოკუპირებულ აფხაზეთში - ე.წ. პარლამენტის სხდომა დაძაბული აქციების ფონზე მიმდინარეობს (ფოტო/ვიდეო)
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტის სხდომა რომელზედაც “მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების“ შესახებ კანონპროექტის რატიფიკაცია იგეგმება, ხმაურისა და საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს.
ე.წ. სხდომას 21 “დეპუტატი“ ესწრება. ე.წ. “პარლამენტის თავმჯდომარემ“ ლაშა აშუბამ აღნიშნა, რომ “ზოგიერთი დეპუტატი უარს ამბობს ასეთ პირობებში მუშაობაზე“.
დეპუტატები, რომლებიც სესიაზე არ მივიდნენ
“პარლამენტის“ სესიის პარალელურად, ე.წ. “საკანონმდებლო ორგანოსთან“ კანონპროექტის რატიფიცირების მოწინააღმდეგეების აქცია მიმდინარეობს.
ე.წ. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ადგურ არძინბას განცხადებით, ახლა დეპუტატთა ჯგუფი სპიკერთან იმყოფება და დაჟინებით მოითხოვს საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების საკითხი დღის წესრიგიდან ამოიღონ.
დეპუტატებს, რომლებიც კანონპროექტს უჭერენ მხარს, შეკრებილებმა კვერცხები ესროლეს.