საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეხუთე შეხვედრას უკრაინის წინააღმდეგ გამართავს- რომელ საათზე დაიწყება თამაში?
დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეხუთე შეხვედრას უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
საქართველო - უკრაინის შეხვედრა „აჭარაბეთ არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება.
დისკვალიფიკაციის გამო შეხვედრას ლაშა დვალი გამოტოვებს.
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B1 ჯგუფში მეორე ადგილზეა და პირველ ადგილზე მყოფ ჩეხეთს ერთი ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება მეტოქეს - უკრაინა 4 ქულით ბოლო ადგილზეა.
როგორც ცნობილია, ამ დროისთვის უეფას „ერთა ლიგის“ B1 ჯგუფში 7 ქულა აქვს ჩეხეთის ნაკრებს. 6-6 ქულა აქვს ალბანეთს და საქართველოს. ხოლო 4 ქულა უკრაინას.
ცნობისთვის, ქართველი გულშემატკივრებისთვის 16 ნოემბერს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სადაც საქართველო-უკრაინის საფეხბურთო მატჩის საჯარო ჩვენება გაიმართება.