ქალაქში პირველი კარავი გაიშალა - 24 საათიანი გამაფრთხილებელი პროტესტი და გადაკეტილი მაგისტრალი: რას გეგმავს ოპოზიცია? | Allnews.Ge

ქალაქში პირველი კარავი გაიშალა - 24 საათიანი გამაფრთხილებელი პროტესტი და გადაკეტილი მაგისტრალი: რას გეგმავს ოპოზიცია?

ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე 24 სა­ა­თი­ა­ნი პრო­ტეს­ტი და­ი­წყე­ბა.

რო­გორც გი­ორ­გი ვა­შა­ძემ გა­ნა­ცხა­და, ეს არის გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი და მშვი­დო­ბი­ა­ნი პრო­ტეს­ტი, რო­მელ­ზეც მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და ლი­დე­რე­ბი იქ­ნე­ბი­ან.

ად­გილ­ზე კარ­ვე­ბის გაშ­ლა უკვე და­ი­წყო.

მისი თქმით, ყო­ველ ერთ სა­ათ­ში გა­მო­ცხად­დე­ბა სი­ახ­ლე, რო­მელ­საც ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ლი­დე­რე­ბი და­გეგ­მა­ვენ.

467230043-8994048160630527-7489939447123609437-n-74431-1731869923.jpg

“ჩვენ აქ ვდგა­ვართ და ჩვენ აქ [თსუ-სთან] ვრჩე­ბით. 24 სა­ა­თი, ეს აქ­ცია იდ­გე­ბა აქ - ნელ-ნელა, მაგ­რამ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად, და­გეგ­მი­ლად, მშვი­დო­ბი­ა­ნად და­ვი­კა­ვებთ ჩვენს ქვე­ყა­ნას“, - ასე მი­მარ­თა “კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის” ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ნიკა გვა­რა­მი­ამ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე შეკ­რე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

“მორ­ჩა სე­ირ­ნო­ბა, სი­ა­რუ­ლი, ჟი­ვილ-ხი­ვი­ლი, ყვე­ლა­ფე­რი მორ­ჩა! ვიბ­რუ­ნებთ სამ­შობ­ლოს! ყვე­ლა­ფერს ვკე­ტავთ. აღა­რაფ­რის დრო აღარ გვაქვს. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვი­ღებთ სა­კუ­თარ თავ­ზე, ის ხალ­ხი ვინც მი­ი­ღეთ ყვე­ლა­ზე მეტი ხმა სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის­გან, ვინც თქვა, რომ ჩვენ მივ­დი­ვართ ევ­რო­პა­ში და დიახ, ჩვენ მივ­დი­ვართ ევ­რო­პა­ში. იხილეთ სრულად