“უმძიმესი პერიოდები გამოვიარეთ, ბევრი ტრავმა მაქვს, მათ შორის ომის შიში“ - როგორ ცხოვრობს 22 წლის დევნილი სამაჩაბლოდან, რომელმაც საოცნებო ფერმა შექმნა | Allnews.Ge

“უმძიმესი პერიოდები გამოვიარეთ, ბევრი ტრავმა მაქვს, მათ შორის ომის შიში“ - როგორ ცხოვრობს 22 წლის დევნილი სამაჩაბლოდან, რომელმაც საოცნებო ფერმა შექმნა

“2008 წლის შემ­დეგ დრო გა­ვი­და, რა­ღა­ცე­ბი გა­და­ხარ­შულ - გა­აზ­რე­ბუ­ლი მაქვს, მაგ­რამ ემო­ცი­უ­რად მა­ინც რთუ­ლია, უმ­ძი­მე­სი პე­რი­ო­დე­ბი გა­მო­ვი­ა­რეთ. იქი­დან ბევ­რი ტრავ­მა მაქვს შე­მორ­ჩე­ნი­ლი, მათ შო­რის, ომის შიში... თა­ვი­დან­ვე ვგრძნობ­დი, რომ მი­წა­და­კარ­გუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვი - ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც თა­ვის მიწა და სახლ-კარი და­კარ­გა. წა­არ­თვეს ად­გი­ლი, სა­დაც და­ი­ბა­და, სა­დაც მისი წი­ნაპ­რე­ბი ცხოვ­რობ­დნენ და მა­საც უნდა ეცხოვ­რა“ - ამ­ბობს 22 წლის რატი კო­ბე­რი­ძე, სა­მა­ჩაბ­ლო­დან, სო­ფელ თა­მა­რა­შე­ნი­დან დევ­ნი­ლი.

52f01ea8-65a7-4eaa-bfca-8b3315d8556b-61646-1731910903.jpg

მშობ­ლი­უ­რი სო­ფე­ლი 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში, 6 წლის ასაკ­ში ოჯახ­თან ერ­თად და­ტო­ვა. ამ­ჟა­მად სო­ფელ წილ­კან­ში თა­ვის ფერ­მა­ში ცხოვ­რობს, მუ­შა­ობს და აგ­როს­ფე­რო­ში დიდი გეგ­მე­ბი აქვს. სკო­ლის შემ­დეგ თსუ-ში ბი­ო­ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და გა­მო­ყე­ნე­ბი­თი მეც­ნი­ე­რე­ბებს სწავ­ლობ­და, მაგ­რამ იმის გამო, რომ მუ­შა­ო­ბა ფერ­მა­ში გა­და­წყვი­ტა, სწავ­ლის დრო­ე­ბით შე­ჩე­რე­ბამ მო­უ­წია.

რატი კო­ბე­რი­ძე:

- ჩვენს სო­ფელ­ში მი­წათ­მოქ­მე­დე­ბა კარ­გად იყო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი. ფერ­მაც გვქონ­და, ბა­ღე­ბიც, ვე­ნა­ხიც. წლე­ბის შემ­დეგ მო­ვინ­დო­მე მი­წას დავ­ბრუ­ნე­ბო­დი და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში თავი და­მემ­კვიდ­რე­ბი­ნა.

ეს ბავ­შვო­ბი­დან გა­დავ­წყვი­ტე. სკო­ლის მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი, რომ ვამ­ბობ­დი, აგ­რო­ნო­მი უნდა გა­მო­ვი­დე-მეთ­ქი. ამ ინ­ტე­რე­სის გაღ­ვი­ვე­ბა­ში როლი ჩემ­მა პა­პებ­მაც ითა­მა­შეს. ერთი აგ­რო­ნო­მი იყო და მე­ო­რე - ჟურ­ნა­ლის­ტი, თოხი და ბარი ხელ­ში არ აუ­ღია, მაგ­რამ "ოქ­როს კალ­მის" მფლო­ბე­ლი გახ­ლდათ და სულ მე­უბ­ნე­ბო­და, აგ­რო­ნო­მი უნდა გა­მოხ­ვი­დეო, მო­ტი­ვა­ცი­ას მაძ­ლევ­და.

მა­მა­ჩე­მი მი­წას ყო­ველ­თვის ამუ­შა­ვებ­და, მეც ვეხ­მა­რე­ბო­დი და სა­მე­ურ­ნეო საქ­მით და­ინ­ტე­რე­სე­ბა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მიძ­ლი­ერ­დე­ბო­და.

befunky-collage-61738-1731910916.jpg

- დევ­ნი­ლო­ბის შემ­დეგ მშობ­ლებ­მა წილ­კან­ში მი­წის ნაკ­ვე­თი შე­ი­ძი­ნეს?

- კი, რვა წლის წინ, სა­დაც მა­მა­ჩემ­მა ხე­ხი­ლის ბაღი გა­ა­შე­ნა, ვაშ­ლი და ქლი­ა­ვი დარ­გო. მერე სხვა ნაკ­ვე­თიც შე­ვი­ძი­ნეთ, სა­დაც ტარ­ხუ­ნის მოყ­ვა­ნა ვცა­დეთ, მაგ­რამ ამ საქ­მემ დი­დად არ გა­ა­მარ­თლა. ორი წლის წინ აქ მამა სა­ცხოვ­რებ­ლად გად­მო­ვი­და და ძრო­ხა იყი­და. მე მა­შინ უდაბ­ნო­ში, ფერ­მა­ში და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა, რათა ამ საქ­მის კი­დევ რა­ღა­ცე­ბი მეს­წავ­ლა. იქ ნუ­შის ბა­ღე­ბია გა­შე­ნე­ბუ­ლი და რე­გე­ნე­რა­ცი­უ­ლი აგ­რი­კულ­ტუ­რის შემ­სწავ­ლელ ჯგუფ­ში ვი­ყა­ვი, სა­დაც თან ვსწავ­ლობ­დით რე­გე­ნე­რა­ცი­უ­ლი აგ­რი­კულ­ტუ­რის პრინ­ცი­პებს და თან ვტეს­ტავ­დით. შემ­დეგ ჩემს მი­წა­ზე, წილ­კან­ში გა­დავ­წყვი­ტე მუ­შა­ო­ბა, რომ ჩვე­ნი ფერ­მა მე­ტად გა­მე­ფარ­თო­ე­ბი­ნა და მა­მას­თან ერ­თად გა­მე­ვი­თა­რე­ბი­ნა. იმ­დე­ნი საქ­მეა, ჩვე­ნი ფერ­მის­თვის, ორი კა­ციც ცო­ტაა, მაგ­რამ მა­ინც შე­ღა­ვა­თია. იხილეთ სრულად