"მთვრალი ქმრისთვის უთქვამს, დაწექი, დაიძინეო, როგორ მეუბნები ამასო, შვილების თვალწინ ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა... სხეულის 70% დამწვარი აქვს" - რა დეტალები ხდება ცნობილი თიანეთში მომხდარ დანაშაულზე | Allnews.Ge

"მთვრალი ქმრისთვის უთქვამს, დაწექი, დაიძინეო, როგორ მეუბნები ამასო, შვილების თვალწინ ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა... სხეულის 70% დამწვარი აქვს" - რა დეტალები ხდება ცნობილი თიანეთში მომხდარ დანაშაულზე

თი­ა­ნეთ­ში, სო­ფელ ახალ­სო­ფელ­ში შემ­ზა­რა­ვი ფაქ­ტი მოხ­და. ქმარ­მა ცოლს სამი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის თვალ­წინ ბენ­ზი­ნი გა­და­ას­ხა და ცე­ცხლი წა­უ­კი­და. დამ­ნა­შა­ვის დე­დამ 112-ში და­რე­კა და დახ­მა­რე­ბა ითხო­ვა, მალე მი­ვი­და შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რი, რომ­ლებ­მაც ცე­ცხლმო­კი­დე­ბუ­ლი ქალი სიკ­ვდი­ლის­გან იხ­სნეს.

უმ­ძი­მე­სი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით სას­წრა­ფოს ბრი­გა­დამ 24 წლის გა­ლი­ნა ნო­ზა­ძე თბი­ლის­ში, დამ­წვრო­ბის ცენ­ტრში გა­და­იყ­ვა­ნა, თუმ­ცა რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ დრომ­დე კრი­ტი­კუ­ლია. ახალ­გაზ­რდა ქალი ახლა სიკ­ვდილს ებ­რძვის, მას სხე­უ­ლის 70 პრო­ცენ­ტი დამ­წვა­რი აქვს და ექი­მე­ბი ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ მის გა­და­სარ­ჩე­ნად.

ცოლ­ზე ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი თე­მურ ყა­რა­ლაშ­ვი­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა და­ა­კა­ვეს. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს. "ყა­რა­ლაშ­ვი­ლე­ბის სახ­ლში მოხ­და ეს სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია. მთე­ლი სო­ფე­ლი გა­ნიც­დის ამ ამ­ბავს და ყვე­ლა ამ გო­გოს გა­დარ­ჩე­ნას ნატ­რობს. და­შა­ვე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა გა­ლი­ნა ნო­ზა­ძეა, სამი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის დედა. ფაქ­ტი 4 დღის წინ, ღა­მის სა­ა­თებ­ში მოხ­და. სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხია. ერთ პა­ტა­რა ოთახ­ში ცხოვ­რობ­და გა­ლი­ნა ნო­ზა­ძე სამ შვილ­თან და მე­უღ­ლეს­თან, თე­მურ ყა­რა­ლაშ­ვილ­თან ერ­თად და ასე­ვე იმ ერთ ოთახ­ში ცხოვ­რობს თე­მუ­რის დედ-მა­მაც. პა­ტა­რა ფიც­რუ­ლი სახ­ლი უდ­გათ.

ეტყო­ბა მთვრა­ლი იყო თე­მუ­რი. თურ­მე იწვა ეს გოგო, გვი­ა­ნი ყო­ფი­ლა, ღა­მის 11 სა­ა­თი და მთვრა­ლი ქმრის­თვის უთ­ქვამს, და­წე­ქი, და­ი­ძი­ნეო, რო­გორ მე­უბ­ნე­ბი ამა­სო და სამი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის თვალ­წინ ბენ­ზი­ნი თმებ­ში შე­ას­ხა და ცე­ცხლი წა­უ­კი­და. ბავ­შვე­ბიც შე­ეს­წრნენ ამას. უფ­რო­სი შვი­ლი 5 წლის არის, მე­ო­რე სამი წლის და პა­ტა­რა წლი­ნა­ხევ­რის. რო­გორც ვიცი, თე­მუ­რის დე­დამ და­რე­კა 112-ში და გა­მო­ი­ძა­ხეს მაშ­ვე­ლე­ბი, სა­ხან­ძრო, პო­ლი­ცია, სას­წრა­ფო, ყვე­ლა მო­ვი­და მალე, ცე­ცხლმო­კი­დე­ბუ­ლი ქალი დახ­ვდათ, ცე­ცხლი ჩა­აქ­რეს, მაგ­რამ სულ დამ­წვა­რია გოგო. უმ­ძი­მე­სი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით გა­და­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, თბი­ლის­შია წაყ­ვა­ნი­ლი", - ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან.... წა­ი­კი­თხეთ ვრცლად