"სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი ვერ შეიკრიბება" - რას წერს ვახუშტი მენაბდე | Allnews.Ge

"სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი ვერ შეიკრიბება" - რას წერს ვახუშტი მენაბდე

"სა­ნამ დავა სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში მი­დის, მა­ნამ­დე პარ­ლა­მენ­ტი ვერ შე­იკ­რი­ბე­ბა", - ამის შე­სა­ხებ კონ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლის­ტი, ვა­ხუშ­ტი მე­ნაბ­დე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას, რომ 19 ნო­ემ­ბერს სა­არ­ჩევ­ნო დარ­ღვე­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­კონ­სტი­ტუ­ციო სარ­ჩელს შე­ი­ტანს.

ვა­ხუშ­ტი მე­ნაბ­დის გან­ცხა­დე­ბით, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მიერ სარ­ჩე­ლი რომც არ დაკ­მა­ყო­ფილ­დეს, პრო­ცე­სი და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვე მა­ინც გაგ­რძელ­დე­ბა."პრე­ზი­დენტს სარ­ჩე­ლი შე­აქვს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში. რას იწ­ვევს ეს? სა­ნამ დავა სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში მი­დის, მა­ნამ­დე პარ­ლა­მენ­ტი ვერ შე­იკ­რი­ბე­ბა. რო­გორ?

ნა­ბი­ჯი 1️:პრე­ზი­დენტს შე­უძ­ლია მი­მარ­თოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს და მო­ი­თხო­ვოს არ­ჩევ­ნე­ბის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რო­ბის შე­მოწ­მე­ბა. რა უნდა გა­სა­ჩივ­რდეს სა­სა­მარ­თლო­ში? ყვე­ლა­ნი თვალს ადევ­ნებ­დით საია-ს სარ­ჩელს არ­ჩევ­ნე­ბის ფა­რუ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლეს სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ებ­მა. მო­სარ­ჩე­ლეს შე­უძ­ლია თქვას, რომ სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ის ნორ­მე­ბი და მათი გან­მარ­ტე­ბა, რო­მელ­ზე დაყ­რდნო­ბი­თაც სა­ერ­თო სა­სა­მარ­თლო­ებ­მა უარ­ყვეს საია-ს სარ­ჩე­ლი, ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­ით და­ცულ სა­არ­ჩევ­ნო უფ­ლე­ბას და მისი 5 კომ­პო­ნენ­ტი­დან სულ ცოტა 2-ს (ფა­რუ­ლო­ბა და ნე­ბის თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­მოვ­ლე­ნა). მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ის ნორ­მე­ბი, რა­საც და­ეყ­რდნო სა­სა­მარ­თლო, ამავდრო­უ­ლად არის არ­ჩევ­ნე­ბის მომ­წეს­რი­გე­ბე­ლი ნორ­მე­ბი, უფრო კონ­კრე­ტუ­ლად ელექტრო­ნუ­ლი ხმის მი­ცე­მი­სა და მისი ფა­რუ­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­მყო­ფი ნორ­მე­ბი.შე­დე­გად მო­სარ­ჩე­ლემ მო­ი­თხო­ვოს:ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის მომ­წეს­რი­გე­ბე­ლი ნორ­მე­ბის ძა­ლა­და­კარ­გუ­ლად ცნო­ბა;ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის ელექტრო­ნუ­ლი ნა­წი­ლის ბა­თი­ლად ცნო­ბა, რად­გან სა­და­ვო ნორ­მებ­მა და მის­მა სა­ერ­თო სა­სა­მარ­თლო­სე­ულ­მა გან­მარ­ტე­ბამ არ­სე­ბი­თი და გა­დამ­წყვე­ტი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა არ­ჩევ­ნებ­ზე და მათი არარ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში დად­გე­ბო­და არ­სე­ბუ­ლი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­დე­გი (ანუ არ­ჩევ­ნე­ბი ბა­თი­ლად იქ­ნე­ბო­და ცნო­ბი­ლი და ჩა­ტარ­დე­ბო­და ხე­ლა­ხა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი).

პრე­ზი­დენ­ტმა ასე­ვე ახ­სე­ნა არ­ჩევ­ნე­ბის სა­ყო­ველ­თა­ო­ბის პრინ­ცი­პი, ემიგ­რან­ტე­ბის ხმის უფ­ლე­ბის კონ­ტექ­სტში.

ნა­ბი­ჯი 2️:პარ­ლა­მენ­ტის პირ­ველ სხდო­მა­ზე იქ­მნე­ბა დრო­ე­ბი­თი სა­მან­და­ტო კო­მი­სია, რო­მე­ლიც ცეს­კოს მიერ გა­და­ცე­მუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­სე­ნე­ბას წა­რუდ­გენს პარ­ლა­მენტს, რაზე დაყ­რდნო­ბი­თაც დგე­ბა იმ დე­პუ­ტა­ტე­ბის სია, რო­მელ­თა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბაც უნდა ცნოს უმაღ­ლეს­მა წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით­მა ორ­გა­ნომ. სი­ა­ში არ შე­ი­ტა­ნე­ბა ის, ვისი დე­პუ­ტა­ტად არ­ჩე­ვის კა­ნო­ნი­ე­რე­ბა გა­სა­ჩივ­რე­ბუ­ლია სა­კონ­სტი­ტუ­ციო ან სა­ერ­თო სა­სა­მარ­თლო­ში. იმის­თვის, რომ პარ­ლა­მენ­ტმა სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა ცნოს, სა­ჭი­როა ამ სი­ა­ში 100 პირი მა­ინც იყოს. თუ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა ცნო­ბილ დე­პუ­ტატ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 100-ზე ნაკ­ლე­ბია, პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მა წყდე­ბა და ხე­ლახ­ლა მო­იწ­ვე­ვა მას შემ­დეგ, რაც შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა ამ რი­ცხვის შევ­სე­ბა.

ვა­დე­ბი და შე­ჯა­მე­ბა:პრე­ზი­დენ­ტი სარ­ჩელს ხვალ შე­ი­ტანს. სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გან­ხილ­ვის ვადა არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს 30 დღეს. სარ­ჩე­ლი რომც არ დაკ­მა­ყო­ფილ­დეს (ამის მო­ლო­დი­ნი არ მაქვს, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო კონ­ტროლ­დე­ბა ოც­ნე­ბის მიერ), პრო­ცეს­მა და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვე შე­იძ­ლე­ბა მო­ი­გოს, რად­გან პარ­ლა­მენ­ტის შეკ­რე­ბის დრო­ის­თვის სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში წა­მო­წყე­ბუ­ლი დავა, სა­ვა­რა­უ­დოდ, დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბა. პარ­ლა­მენ­ტის შეკ­რე­ბი­სას სარ­ჩე­ლის შე­ტა­ნი­დან და­ახ­ლო­ე­ბით ერთი კვი­რა იქ­ნე­ბა გა­სუ­ლი. ერთ კვი­რა­ში კი სა­სა­მარ­თლო ვერ შეძ­ლებს სარ­ჩე­ლის საქ­მის ჯერ და­საშ­ვე­ბო­ბის, შემ­დეგ კი არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა­სა და გა­და­წყვე­ტას. ამას რამ­დე­ნი­მე კვი­რა დას­ჭირ­დე­ბა. სა­ნამ საქ­მე სა­კონ­სტი­ტუ­ცი­ო­ში იქ­ნე­ბა, პარ­ლა­მენ­ტი ვერ ცნობს სა­კუ­თარ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას. რეგ­ლა­მენ­ტის მი­ხედ­ვით, მას არა­ვი­თა­რი დის­კრე­ცია არ აქვს. უმაღ­ლე­სი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს არ შე­უძ­ლია ცნოს იმ დე­პუ­ტა­ტე­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, ვისი არ­ჩე­ვის კა­ნო­ნი­ე­რე­ბა გა­სა­ჩივ­რე­ბუ­ლია სა­სა­მარ­თლო­ში, ხოლო თუ მათი რა­ო­დე­ნო­ბა 51-ზე მე­ტია, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო სრულ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას ვერ იძენს. ზე­მოთ აღ­წე­რი­ლი სარ­ჩე­ლის შემ­თხვე­ვა­ში კი 150-ვე დე­პუ­ტა­ტის არ­ჩე­ვის კა­ნო­ნი­ე­რე­ბაა გა­სა­ჩივ­რე­ბუ­ლი“, - წერს ვა­ხუშ­ტი მე­ნაბ­დე.