ხმაური ქეთო თოფურიძის განცხადების გარშემო: ვინ არის ეკა კახიანის უმცროსი ქალიშვილი და რას საქმიანობს ის | Allnews.Ge

ხმაური ქეთო თოფურიძის განცხადების გარშემო: ვინ არის ეკა კახიანის უმცროსი ქალიშვილი და რას საქმიანობს ის

"ვერ გადავადგილდებით ქალაქში. ასე უნდა გაგრძელდეს? თუ ალაგდებიან და წავლენ სახლებში ნეტა?, - ეს განცხადება ეკა კახიანის ქალიშვილმა, ქეთო თოფურიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რაც მალევე იქცა განხილვის საგნად.

keto-topuridze-story-1731931262-1732010529.jpg

ქეთო თოფურიძე ამ 'სთორიში" აქციით გამოწვეულ დისკომფორტზე საუბრობს. როგორც ცნობილია, 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს საზოგადოების ნაწილი "ცესკოს" მიერ მიტაცებულს, გაყალბებულსა და არალეგიტიმურს უწოდებს და სამართლიანი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით პერმანენტულ აქციებს მართავს. აქციების ტალღას სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ.

ქეთო თოფურიძის ეს განცხადება კრიტიკის მიზეზი გახდა. სოციალურ ქსელში მის მიერ გამოქვეყნებული "სთორი" არაერთ გვერდზე გავრცელდა, სადაც წერდნენ, რომ შექმნილი პოლიტიკური თუ სოციალური სიტუაციის გათვალისწინებით, მსგავსი კომენტარები მიუღებელია.

"ჩვენ ევროპაში მიმავალი გზა გადაგვიკეტეს, როცა გახსნიან, კი ბატონო", "ხალხის გვერდით დადექით, ან დარჩით სახლში", - წერენ კომენტარებში.

ვინ არის ქეთო თოფურიძე?

ეკა კახიანი ცნობილი მსახიობის, იმედა კახიანისა და ფლორა ანთიძის ქალიშვილია. ცნობილი ოჯახიდან გამომდინარე, ეკას საზოგადოება ბავშვობიდან იცნობს. გარდა ამისა, ის "მზიურელია" და მუსიკალური კარიერის შექმნაც სწორედ აქედან დაიწყო. ეკა პროფესიით მსახიობია და თეატრის სცენასა თუ ეკრანებზეც არაერთხელ გვინახავს.

ეკა ნაადრევ ასაკში რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილზე დაქორწინდა, რომელთანაც ქალიშვილი, ყველასთვის ცნობილი მომღერალი ნინი ბადურაშვილი ჰყავს. პირველი ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა და ერეკლესთან დაშორების შემდეგ ეკამ ნიკო თოფურიძეზე იქორწინა. მათ ორი შვილი, ანასტასია და ქეთო შეეძინათ.

26 წლის უმშვენიერესი ქეთო დებს შორის ყველაზე უმცროსია. ცნობილი ოჯახიდან გამომდინარე, ის ყოველთვის იყო ყურადღების ცენტრში. ქეთომ დედისა და დებისგან განსხვავებული პროფესია აირჩია და პიარისა და მარკეტინგის სფეროში საქმიანობს. მან მცირე ასაკში მოახერხა ამ მიმართულებით წარმატების მიღწევა და განვითარებას მუდმივად აგრძელებს. იხილეთ სრულად