ცნობილი ხდება, რისი მშენებლობა იგეგმება "რიყის დოქების“ მიმდებარედ | Allnews.Ge

ცნობილი ხდება, რისი მშენებლობა იგეგმება "რიყის დოქების“ მიმდებარედ

თბი­ლის­ში, რი­ყის დო­ქე­ბის მიმ­დე­ბა­რედ მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი კომ­პლექ­სის მშე­ნებ­ლო­ბა იგეგ­მე­ბა.

პრო­ექტს შპს "ალფა 2017“ ახორ­ცი­ე­ლებს, რო­მე­ლიც ბიზ­ნეს­მე­ნის ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ქვრი­ვის ინა გუ­და­ვა­ძის სა­კუთ­რე­ბა­შია.რო­გორც პრო­ექ­ტის გან­მარ­ტე­ბი­თი ბა­რა­თი­დან ირ­კვე­ვა, პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე ინ­ვეს­ტორს სამ­შე­ნებ­ლო ნე­ბარ­თვა უკვე მი­ღე­ბუ­ლი აქვს.

"საპ­რო­ექ­ტო ტე­რი­ტო­რია მდე­ბა­რე­ობს ავ­ლა­ბარ­ში, რი­ყის თხემ­ზე, დუტუ მეგ­რე­ლის N.1 -ში, ბა­რა­თაშ­ვი­ლის ქუ­ჩის გა­დაკ­ვე­თა­ზე. ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე რამ­დე­ნი­მე შე­ნო­ბი­დან N1 და N 3 ძეგლის სტა­ტუ­სის მა­ტა­რე­ბე­ლია, თუმ­ცა ის­ტო­რი­ულ არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად ავ­თენ­ტუ­რია მხო­ლოდ N3 შე­ნო­ბის ქუ­ჩის მხა­რე. და­ნარ­ჩე­ნი შე­ნო­ბე­ბი 70-80-იანი წლე­ბის თბი­ლი­სის სა­რეს­ტავ­რა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გია და იგი­ვე კვლე­ვის თა­ნახ­მად, მათი ღი­რე­ბუ­ლე­ბა სა­თუ­ოა...

11-1732017308-1732023539.png

გეოლოგიური და კონსტრუქციული კვლევის დასკვნით, შენობები ავარიულია, აქვთ ბზარები და განიცდიან დეფორმაციას. შენობის ცვეთა შეფასებულია 60%-ზე მეტად და გეოლოგიური და კონსტრუქციული თვალსაზრისით„მდგრადობის შენარჩუნება არ არის გარანტირებული“.

საპროექტო შენობა 2 ბლოკისგან შედგება. ორივეს გააჩნია საკუთარი შიდა ეზო-ტერასა,„სივრცითი პაუზების“ შესაქმნელად. წა­ი­კი­თხეთ ვრცლად